წინათქმა. ეროვნული ლიგა. XVII ტური — დატვირთული ზაფხულის დასაწყისი
სანაკრებო პაუზის შემდეგ ეროვნული ლიგის განახლება მსოფლიო თასის სტარტს დაემთხვა. მალე გაიმართება ევროთასების საკვალიფიკაციო ეტაპების წილისყრა და ქართული კლუბები ძველი კონტინენტის ტრადიციულ ტურნირებზე დაიცავენ (საქმე ის არის, როგორ დაიცავენ) ქვეყნის ღირსებას… ამათ შორის კი საქართველოს სუპერთასი გვაქვს. ჩვენი კლუბების საევროპო პრიზმაში ვუყურებთ სწორედ ეროვნული ლიგის უახლოეს ტურებს. საინტერესოა, როგორც გამოიყენა პაუზა… “იბერია 1999-ის” ბოლოდროინდელი კონდიციები ვერ იყო სახარბიელო. შეიძლება, “სპაერთან” თბილისურ დერბიში მოქმედი ჩემპიონი ფავორიტად მიგვაჩნდეს, თუმცა ყველამ ვიცით, რა გზა გაირა ეროვნული ლიგის დებიუტანტმა ჩემპიონატის სტარტიდან დღემდე - ამ გუნდმა იცის ფეხბურთის თამაში და ბოლომდე თავდადებით იბრძვის. ფაქტები “იბერიას” არ წაუგია 7-დან არცერთი საშინაო მატჩი (4 მოგება, 3 ფრე). “იბერიამ” ბოლო 3 საშინაო მატჩში თითო გოლი გაიტანა. “სპაერს” არ მოუგია ბოლო 5 გასვლითი მატჩი. “სპაერს”, არცერთ ტურნირში, არ გაუტანია გოლი “იბერიას” კარში. ბათუმის “დინამომ” პირველი სერიოზული ტრანსფერი განახორციელა - კონტრაქტი გაუფორმა ბულგარეთის ნაკრების მცველ ივან ტურიცოვს, რომელიც მოლდოვასთან ამხანაგურ შეხვედრაში კაპიტნადაც მოგვევლინა. არ გვაქვს ილუზია, რომ გამოცდილი ტურიცოვი ეგრევე კარდინალურად შეცვლის ვითარებას ბათუმელთა სასარგებლოდ, თუმცა მისი ტრანსფერი სტიმული იქნება იმ პოტენციური ახალწვეულებისთვის, ვისთანაც “დინამოს” ხელმძღვანელობა მოლაპარაკებებს აწარმოებს… “დილა” კი აგერ უკვე მეორედ დარჩა უმწვრთნელოდ - გუნდი დანიშვნიდან 3 კვირაში დატოვა ლევან კორღალიძემ. ჩვენი ინფორმაციით, გუნდში ბრუნდება არგენტინელი ევერ დემალდე, რომელიც “დილაში” მცირე ხნით უკვე მუშაობდა 2023 წელს. ბათუმელებთან მატჩში კი გუნდს დროებით ისევ რამაზ სოღოლაშვილი დამოძღვრავს. ფაქტები ბათუმის “დინამომ” მოიგო ბოლო 3 საშინაო მატჩი. “დილამ” წააგო ბოლო 2 გასვლითი მატჩი. “დილას” არ უთამაშია ფრედ საგარეო მატჩებში. “დილამ” დაამარცხა ბათუმის “დინამო” ბოლო 4 დაპირისპირებაში. ბათუმის “დინამოს” არ დაუმარცხებინა “დილა” ბოლო 6 საშინაო მატჩში. ტყიბულის “მეშახტეს” სულზე მიუსწრო პაუზამ და ახლა სამწვრთნელო შტაბის მარიფათზეა დამოკიდებული (თუმცა, არა მხოლოდ), რამდენად მოახერხებს გუნდი ვარდნის შეჩერებას. ცხადია, “რუსთავი” უპირობო ფავორიტია ამ წყვილში და მოსალოდნელი გამარჯვება გია ცეცაძის გუნდს შეუნარჩუნებს მყარ პოზიციებს ლიდერის მდევართა შორის. ფაქტები “რუსთავმა” მოიგო ბოლო 2 საშინაო მატჩი. “რუსთავმა” გაიტანა მინიმუმ ერთი გოლი მაინც მიმდინარე სეზონის ყველა საშინაო მატჩში. “მეშახტემ” წააგო ზედიზედ 7 მატჩი. “მეშახტემ” გაიტანა მინიმუმ ერთი გოლი მაინც ბოლო 6 გასვლით მატჩში. “სამგურალი” იმერულ დერბიში “ტორპედოს” უმასპინძლებს და ეცდება, დარჩეს იღბლიან ტალღაზე, რომელზეც პაუზის წინ ზედიზედ 2 გამარჯვების შემდეგ აღმოჩნდნენ. თუმცა “ტორპედოსაც” არანაკლები მოტივაცია აქვს - კარგ ფორმაში მყოფმა დირკ შუსტერის გუნდმა მოულოდნელად წააგო შინ “გაგრასთან” და გულშემატკივრები გააწბილა. ფაქტები “სამგურალმა” მოიგო ბოლო 2 მატჩი და ორივე ერთანაირი ანგარიშით - 3:2. “სამგურალს” არ წაუგია ბოლო 4 საშინაო მატჩი (3 მოგება და ფრე). “ტორპედოს” არ წაუგია ბოლო 6 გასვლითი მატჩი. “ტორპედომ” დაამარცხა “სამგურალი” ბოლო 4 დაპირისპირებაში, ამასთან, ორში 6-6 გოლი გაუტანა (6:1, 6:2). “გაგრა”, რომელიც, “სამგურალის” არ იყოს, ამაღლებული განწყობით შეხვდა სანაკრებო პაუზას, თბილისის “დინამოს” უმასპინძლებს. სხვათა შორის, დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონი დროებით შინაური არენა გახდება ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი კლუბისთვისაც, რომლის მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია მაისის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელა ეროვნულმა ლიგამ. აღიარება სავსებით დამსახურებულია. “დინამოს” თამაში შეიცვალა, უფრო მობილური და შედეგიანი გახდა და ამას “გაგრაც” გამოსცდის საკუთარ თავზე. ოღონდ, “დინამოში” ეს კითხვაც უნდა დაისვას - რატომ აგებენ სულ “გაგრასთან” ამ ბოლოხანს? ფაქტები “გაგრამ” ბოლო ორ მატჩში გასული სეზონის მეორე და მესამეადგილოსნები დაამარცხა. “გაგრამ” მოიგო 8-დან ერთი საშინაო მატჩი. თბილისის “დინამოს” მიმდინარე სეზონში არ წაუგია არცერთი გასვლითი მატჩი. “გაგრამ” დაამარცხა თბილისის “დინამო” ბოლო 3 დაპირისპირებაში. 12 ივნისი, პარასკევი იბერია 1999 19:00 სპაერი თბილისი. მიხეილ მესხი ურთიერთშეხვედრები 1: +1 =0 -0, 2:0 I წრე: 2:0 დინამო (ბთ) 21:00 დილა ბათუმი. აჭარაბეთ არენა ურთიერთშეხვედრები 80: +39 =23 -18, 109:67 I წრე: 0:1 13 ივნისი, შაბათი რუსთავი 19:00 მეშახტე თბილისი. დავით პეტრიაშვილი ურთიერთშეხვედრები 1: +0 =1 -0, 0:0 I წრე: 0:0 სამგურალი 21:00 ტორპედო წყალტუბო. საფეხბურთო ცენტრი ურთიერთშეხვედრები 40: +9 =7 -24, 53:89 I წრე: 1:6 14 ივნისი, კვირა გაგრა 20:00 დინამო (თბ) თბილისი. დავით პეტრიაშვილი ურთიერთშეხვედრები 26: +7 =4 -15, 19:47 I წრე: 1:0 თ მ ფ წ ბ ქ 1. იბერია 1999 16 9 3 4 23:14 30 2. ტორპედო 16 7 5 4 27:14 26 3. რუსთავი 16 7 5 4 19:14 26 4. დინამო (თბ) 16 6 7 3 23:15 25 5. დინამო (ბთ) 16 5 6 5 21:24 21 6. სამგურალი 16 6 3 7 20:26 21 7. სპაერი 16 5 5 6 23:21 20 8. დილა 16 6 2 8 13:15 20 9. გაგრა 16 4 5 7 15:22 17 10. მეშახტე 16 1 7 8 11:30 10 ბომბარდირები გ პ კ. ანდრიჩი (ტორპედო) 7 2 ველისოლი (სამგურალი) 6 0 კ. სებოლინია (სამგურალი) 5 2 მ. ვაწაძე (დინამო თბ) 5 0 ჟ. დე ალმეიდა (რუსთავი) 5 0 გ. ჯინჯოლავა (იბერია 1999) 5 0