VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 0-0 სამგურალი. რომ არა ეს, მატჩის სცენარიც და საბოლოო შედეგიც იქნებ სულ სხვა ყოფილიყო...
| VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 0-0 სამგურალი. რომ არა ეს, მატჩის სცენარიც და საბოლოო შედეგიც იქნებ სულ სხვა ყოფილიყო…15:00/24-06-2026+-ამ მატჩში ორი ემოციური მომენტი იყო. მე-13 წუთზე “გაგრას” შეეძლო, წინ გასულიყო, მაგრამ მათე ცინცაძის მიერ დარტყმული პენალტი ლუკა კუტალაძემ მოიგერია და რომ არა ეს, მატჩის სცენარიც და საბოლოო შედეგიც იქნებ სულ სხვა ყოფილიყო… |
შეხვედრის მიწურულს კი ორმა ბრაზილიელმა, ვინისიუსმა და პორფირიომ, რაღაც ვერ “გაიყო” ერთმანეთში. ატყდა ჩხუბი, რომელშიც ბრაზილილელებს აქაური მხარდამჭერებიც გამოუჩნდნენ.
საბედნიეროდ, სიტუაცია თავად ფეხბურთელებმა ჩააცხრეს, არბიტრმა კი აქეთ-იქიდან 2-2 ფეხბურთელი გააფრთხილა. რაც შეეხება მატჩის საბოლოო შედეგს, ფრემ ვერაფერი შეცვალა სატურნირო განლაგებაში.
ახლა ჩემპიონატში შესვენება დაიწყო და ვნახოთ, როგორ გამოიყენებენ გუნდები ამ პაუზას.
გაგრა-სამგურალი 0:0
გაგრა: ვორობეი, კლაუდინეი, ჭავჭანიძე (ჩოჩია 90), პორფირიო, არსიჩი, ვანდერსონ სილვა, ცინცაძე, ბორჟესი (გურჩიანი 86), ფეიქრიშვილი (სკრიპნიკი 69), ზოიძე, ანდრეიჩუკი (კაციაშვილი 86)
სამგურალი: კუტალაძე, გეგეჭკორი, პაბულო რიანი, შათირიშვილი, შერგელაშვილი, ჯანჯღავა, ვინისიუსი, ჟან კარლოსი (ჯეფინიო 90), ცეცხლაძე (კვარაცხელია 67), ველისოლი (აფციაური 74), სებოლინია (პაპავა 75)
არბიტრი: ბექა კუნჭულია
მე-13 წუთზე მათე ცინცაძემ ვერ გამოიყენა 11-მეტრიანი თეგები:გაგრაეროვნული ლიგასამგურალი(0) / (0)კომენტარები0კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა დაამატე კომენტარი თქვენი კომენტარი მიღებულიაასევე დაგაინტერესებთ