← მთავარი
საზოგადოება

ერთიანი ეროვნული გამოცდების დროს თბილისში ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნება

1 ივლისი, 2026 · წყარო: tabula.ge
ერთიანი ეროვნული გამოცდების დროს თბილისში ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნება

ერთიანი ეროვნული გამოცდების მიმდინარეობის პერიოდში თბილისში ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნება. ამის შესახებ კახა კალაძემ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

“თბილისის მერია ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილე პირთა სატრანსპორტო მომსახურების მიზნით მუნიციპალური ავტობუსების დამატებით მარშრუტებს დანიშნავს.

საგამოცდო პერიოდში, 2 ივლისიდან 30 ივლისამდე საგამოცდო ცენტრების 39-ე, 103-ე, 147-ე, 160-ე, 175-ე, 177-ე, 181-ე, და 191-ე საჯარო სკოლების მიმართულებით სპეციალური მარშრუტები დაწესდება. ავტობუსები მეტროსადგურ ახმეტელის თეატრის, დიდუბისა და სამგორის ზედა გასასვლელის მიმდებარე ტერიტორიიდან გავლენ. გამომცდელებს და კონკურსში მონაწილე პირებს სპეციალური დილის 6 საათიდან საღამოს 8 საათამდე მოემსახურებათ”. - თქვა კალაძემ.

2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 2 ივლისს დაიწყება და 22 ივლისს დასრულდება. ინფორმაციას გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

← მთავარი