← მთავარი
საზოგადოება

ერიკ ტრამპი: „ტრამპ თაუერ თბილისი” საქართველოში ყველაზე მაღალი შენობა გახდება

12 მაისი, 2026 · წყარო: on.ge
ერიკ ტრამპი: „ტრამპ თაუერ თბილისი” საქართველოში ყველაზე მაღალი შენობა გახდება

დონალდ ტრამპის ვაჟი და The Trump Organization-ის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი, ერიკ ტრამპი, X-ზე „ტრამპ თაუერ თბილისის” ოფიციალური რენდერი გამოაქვეყნა.

„მოხარული ვარ, ტრამპ თაუერ თბილისის ოფიციალური რენდერი გაგიზიაროთ. საუკეთესო ადგილმდებარეობით, თბილისის გულში, ეს ცათამბჯენი მალევე ღირსშესანიშნაობად გადაიქცევა — საქართველოს ყველაზე მაღალ შენობად. ეს ჩვენი პირველი პროექტია რეგიონში და ძალიან გვიხარია მისი განხორციელება!” — განაცხადა ერიკ ტრამპმა.

შენობის დიზაინზე მსოფლიოს უმსხვილესმა არქიტექტურულმა ფირმა Gensler-მა იმუშავა. გეგმის თანახმად, ცათამბჯენი დაახლოებით 70-სართულიანი იქნება, რითაც ის საქართველოში ყველაზე მაღალი ნაგებობა გახდება.

The Trump Organization-ის ინფორმაციით, პროექტს მათ თანამშრომლობით კომპანიები Biograpi Living, Archi, The Sapir Organization, Blox და Finvest Georgia ახორციელებენ.

← მთავარი