ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი საზოგადოებას დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვებისთვის შეწირულობისკენ მოუწოდებს
მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი (ჯამდელიანი) სოციალურ ქსელში მოუწოდებს საზოგადოებასა და ბიზნესს — დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვებისთვის ილიაუნის ლაივ მარათონში ჩაერთონ.
„მაცხოვარს განსაკუთრებით უყვარდა ბავშვები — ვინც ერთ ასეთ ყრმას შეიწყნარებს ჩემი სახელით, თავად მე შემიწყნარებს,” — წერს მეუფე.
ეპისკოპოსი ბიზნესსეს მიმართავს: „ვისაც ღვთის შემწეობით გააჩნია ფინანსური რესურსი — ჩავერთოთ ამ მოძრაობაში. ბიზნესს თავადაც შეუძლია დააორგანიზოს მსგავსი მარათონი. გავერთიანდეთ ამ ღვთისთვის სამადლო საქმეში.”
ილიაუნის ლაივ მარათონში, სადაც გიორგი ჯამდელიანი ჩართვისკენ მოუწოდებს, დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის 1 000 000 ლარი უკვე შეგროვდა. დიუშენის კუნთოვანი დისტროფია მძიმე, პროგრესირებადი დაავადებაა, რომელიც ახალგაზრდა ასაკში სიკვდილამდე მიყავს — დრო, მეუფის სიტყვებით, გადამწყვეტი ფაქტორია.