← მთავარი
სპორტი

[VIDEO] დიდებულ მატჩში ინგლისმა ხორვატიას სძლია

18 ივნისი, 2026 · წყარო: sportall.ge
[VIDEO] დიდებულ მატჩში ინგლისმა ხორვატიას სძლია

მსოფლიო ჩემპიონატის პირველ ტურში, L ჯგუფში ინგლისმა ხორვატია 4:2 დაამარცხა და რომ არა მეკარე ლივაკოვიჩის ჩინებული თამაში, უფრო დიდი ანგარიშითაც მოუგებდა.   ეს, ალბათ, მიმდინარე ტურნირზე ჯერჯერობით საუკეთესო თამაში იყო.   მატჩი ინგლისელთა შეტევებით დაიწყო, მოდრიჩი უნებურად მადუეკეს ეუხეშა და მსაჯმა პენალტი დანიშნა. კეინის დარტყმული ლივაკოვიჩმა მოიგერია, მაგრამ იქამდე მან კარის ხაზი დატოვა, ჰარის მეორედ მისცეს თერთმეტმეტრიანის შესრულების უფლება და მან ამჯერად გაიტანა. ხორვატებმა ლამის პირველივე შანსი გამოიყენეს, როდესაც პიკფორდის კარი ბატურინამ დალაშქრა. თუმცა, შემდეგ კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთს კეინმა მეტოქის კარში თავით მიუჩინა ადგილი. პირველი ტაიმის დასასრულს პერიშიჩის პასით თანაფარდობა მუსამ აღადგინა.   შესვენების შემდეგ „სამი ლომი“ სრულად დომინირებდა - ბელინგემმა ისევ წინ გაიყვანა ინგლისი. მერე ლივაკოვიჩმა რამდენიმეჯერ გადაარჩინა თავისი გუნდი. 85-ე წუთზე რაშფორმა უპირატესობა გაზარდა და ტუხელის გუნდმა გაიმარჯვა.   ამავე ჯგუფში დღეს განა პანამას დაუპირისპირდება.   მეორე ტურში, 24 ივნისს ინგლისი განას, პანამა კი ხორვატიას შეხვდება.   არლინგტონი. „AT&T სთედიუმი“ ინგლისი - ხორვატია 4:2 გოლები: 1:0 კეინი (12, პენ), 1:1 ბატურინა (36), 2:1 კეინი (42), 2:2 მუსა (45+5), 3:2 ბელინგემი (47), 4:2 რაშფორდი (85)  

← მთავარი