ელვამ შესაძლოა, მსოფლიო ჩემპიონატის განრიგი შეცვალოს - მორიგი გამოწვევა ორგანიზატორებისთვის
მსოფლიო ჩემპიონატის მატჩებზე მაღალი ტემპერატურის გარდა, ორგანიზატორებისთვის კიდევ ერთი სერიოზული გამოწვევა ელვა და ჭექა-ქუხილია.
აშშ-ში მოქმედი უსაფრთხოების წესების მიხედვით, თუ სტადიონიდან 16 კილომეტრის რადიუსში ელვა დაფიქსირდება, მატჩი ავტომატურად მინიმუმ 30 წუთით შეჩერდება და მოთამაშეებს მოედნის დატოვება მოუწევთ.
ელვას შეუძლია ქარიშხლის ცენტრიდან საკმაოდ შორს, მოწმენდილ ცაზეც კი დაარტყას. შესაბამისად, საფრთხე რეალურია მაშინაც კი, როდესაც სტადიონის თავზე მუქი ღრუბლები არ ჩანს. 30-წუთიანი პაუზის შემდეგ თამაში მხოლოდ იმ შემთხვევაში განახლდება, თუ ახალი ელვა აღარ დაფიქსირდება. თუ შეფერხება ერთ საათზე მეტხანს გაგრძელდა, ოფიციალურმა პირებმა შესაძლოა თამაშის გადადების გადაწყვეტილებაც მიიღონ. განსაკუთრებული ყურადღება ფლორიდას ექცევა, სადაც მსოფლიო ჩემპიონატის რამდენიმე მატჩი უნდა გაიმართოს. ეს შტატი აშშ-ში ელვის ყველაზე მაღალი აქტივობით გამოირჩევა და ხშირად „ელვის დედაქალაქადაც“ მოიხსენიებენ. ივნისი და ივლისი აქ ჭექა-ქუხილის პიკური სეზონია — საშუალოდ, ყოველ თვეში დაახლოებით 20 ქარიშხლიანი დღე ფიქსირდება. წყარო