← მთავარი
სპორტი

ახალი რეკორდი პრემიერ ლიგაში - "სიტიმ" ელიოტ ანდერსონი შეიძინა

27 ივნისი, 2026 · წყარო: sportall.ge
ახალი რეკორდი პრემიერ ლიგაში -

The Telegraph-ის ინფორმაციით, “ნოტინგემ ფორესტის” 23 წლის ნახევარმცველი ელიოტ ანდერსონი კარიერას მანჩესტერ “სიტიში” განაგრძობს. “ქალაქელები” ახალგაზრდა ფეხბურთელის სანაცვლოდ 130 მილიონ ფუნტს გადაიხდიან, რითაც “ლივერპულის” 2025 წლის ზაფხულში დაფიქსირებულ შედეგს გააუმჯობესებენ და პრემიერ ლიგის მასშტაბით ყველაზე ძვირადღირებულ გარიგებას დადებენ. 

ელიოტი ამჟამად აშშ-ში თავისი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებს ეხმარება, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის და მანჩესტერელთა ფეხბურთელი ოფიციალურად გახდება. ის ჯუდ ბელინგემსაც გადაასწრებს და ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ბრიტანელი მოთამაშის სტატუსსაც დაისაკუთრებს. 

შეხსენებისთვის, ელიოტ ანდერსონი “ნიუკასლის” აღზრდილია და “ფორესტის” ფორმას 2024 წლიდან მოყოლებული ირგებდა. მან გასულ სეზონში 92 მატჩში ჩაატარა, სადაც ექვსი გოლი გაიტანა და 11 ასისტი გააკეთა.

← მთავარი