ელინა ვალტონენი: ქართველი ხალხი იმსახურებს თავისუფლებას — ამჟამინდელი მთავრობა კი ამ ღირებულებებს არ წარმოადგენს
ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ელინა ვალტონენი ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე სიტყვით გამოვიდა: ქართველი ხალხი იმსახურებს თავისუფლებაზე დაფუძნებულ მომავალს — იმ მომავალს, რომელსაც ამჟამინდელი ქართული მთავრობა სამწუხაროდ არ წარმოადგენს.
ვალტონენმა ყურადღება გაამახვილა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხზე. „რუსეთს საქართველოს ტერიტორიები 2008 წლიდან აქვს ოკუპირებული — ეს უკვე თითქმის 20 წელია. ქართველი ხალხი იმსახურებს თავისუფლებაზე და იმ ღირებულებებზე დაფუძნებულ მომავალს, რომელიც მათ თავად აირჩიეს.”
ფინეთის მინისტრმა ევრო-პარტნიორებს ერთობლივი ქმედებისკენ მოუწოდა: „მოდით, ერთად ვიმუშაოთ, რათა საქართველოს მთავრობამ უფრო მეტი ძალისხმევით იზრუნოს საკუთარი ხალხის თავისუფლებაზე და ამავდროულად აჩვენოს, რომ საქართველო დამოუკიდებელი, სუვერენული ქვეყანაა — ქვეყანა, რომელსაც არ სურს თავის ტერიტორიაზე რუსეთის ყოფნას ხედავდეს.”
იმავე შეხვედრაზე ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნაჩო სანჩეს ამორმა განაცხადა, რომ საქართველოში განვითარებულმა მოვლენებმა ქვეყნის შანსები შეამცირა, გამხდარიყო ევრასიული სატრანსპორტო და ეკონომიკური ქსელების ნაწილი. ლიტვის წარმომადგენელმა კი ხაზი გაუსვა, რომ ერევანი სამხრეთ კავკასიაში დემოკრატიის ახალ ცენტრად იქცა — ადგილი, სადაც ადრე თბილისი იდგა.