← მთავარი
სპორტი

[ინტერვიუ]ელგუჯა ბერიშვილი: "რამდენიმე ადამიანმა გააკეთა რამდენიმე ათეული ადამიანის საქმე და თან გააკეთა ძალიან მაღალ დონეზე"...

1 ივლისი, 2026 · წყარო: lelo.ge
[ინტერვიუ]ელგუჯა ბერიშვილი:

სულ ცოტა ხნის წინ ბათუმში დიდი წარმატებით ჩატარდა საქართველოს ახალგაზრდული ოლმპიური ფესტივალი. ამით ქართული სპორტის ისტორიაში ახალი თავი გადაიშალა - ეს ღონისძიება პირველად გაიმართა ანუ ისტორიულია. შეჯიბრება, რომელიც საპილოტედ ტარდებოდა, იმდენად წარმატებული, ორგანიზებული და მოწესრიგებული გამოდგა, ბარე ბევრ მსოფლოს დონის შეჯიბრებას ჩამოიტოვებდა, ხოლო გახსნის უბადლო ცერემონიალი ნამდვილად მსოფლიო დონისა გამოდგა. ისეთი, ნებისმიერ დიდ შეჯიბრებას რომ დაამშვენებდა.

ახალგაზრდული ფესტივალის იდეის ავტორიც და ორგანიზატორიც საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტია, რომელმაც ამით ქართულ სპორტში ახალი თავი გადაშალა და თამასა ძალიან მაღალზე ასწია. მერე რა, რომ ეს ღონისძიება ჭაბუკებში ტარდებოდა და არა - უფროსებში.

აქამდე მსგავსი ტიპისა თუ მასშტაბის ღონისძიება, როცა ერთდროულად ტარდებოდა შეჯიბრებები სპორტის 17 სახეობაში და მონაწილებდა ქვეყნის უკლებლივ ყველა, 12-ვე რეგიონი, საქართველოში ჯერ არ გამართულა.

სხვა თუ არაფერი, არა მარტო სეოკ-მა, ზოგადად, ქვეყანამ თავი მასპინძლობაში ხომ მაინც გამოსცადა და ეს რთული ამოცანა წარმატებით ჩააბარა. გახსნის ცერემონიალმა კი, ქვეყანაში გამეფებული და უკვე ქრონიკულად ქცეული წარუმატებლობის ფონზე (რაც “დაკარგული თაობის” სინდრომს იწვევს) დაამტკიცა, რომ ჩვენც შეგვიძლია “მსოფლიოს ბრენდის” სტანდარტების პროდუქციის წარმატება, ძალიან წარმატებული პროექტების შექმნა…

გთავაზობთ ინტერვიუს ამ ფესტივალის სორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარესთან, სეოკ-ის პირველ ვიცე-პრეზიდენტ ელგუჯა ბერიშვილთან, რომლიდანაც, ვფიქრობ, ბევრ საინტერესოს შეიტყობთ… თუნდაც იმავე გახსნის ცერემონიალზე.

სწორედ ამიტომ მქონდა ერთგვარი განცდა, რა იქნება და როგორ… თუმცა, საბედნიეროდ, ჩემი აზრით და ეს მხოლოდ ჩემი აზრი არაა - ამაზე გამოხმაურებებიც მეტყველებს, ყველაფერი ძალიან მაღალ დონეზე ჩატარდა. მე მოვისმინე ძალიან პოზიტიური შეფასებები, რომელიც ამ გახსნის ცერემონიალს მოჰყვა, რაც ყველას გვახარებს. მათ შორის, ალბათ, უპირველესად - მე, ვინც ამ ყველაფერს სათავეში ედგა ბოლო თვეების განმავლობაში.

ამის შემდეგ გადავედით სტადიონზე, თუმცა აქაც ამინდზე ვიყავით დამოკიდებული. ის გადახურულია - მაყურებელთა ნაწილი და მეტ-ნაკლებად დაცულია. სამაგიეროდ, იქ დიდი სივრცეა, რამაც დამატებითი რესურსი მოითხოვა ბოლომდე ასათვისებლად. როცა გახსნის ცერემონიალისთვის სტადიონს ირჩევ, სულ სხვა მოთხოვნები ჩნდება - არა მარტო ფინანსური, მატერიალური, ტექნიკური…

ცხადია, იმხელა სივრცეში 50-100 მოცეკვავე ისე ვერ გამოჩნდებოდა… ამიტომ ბევრი დრო და რესურსი დავხარჯეთ, რისთვისაც (და არა მარტო ამის გამო) მინდა, დიდი მადლობა ვუთხრა იმ ხალხს, ვინც ჩართული იყო ამ საქმეში. ასევე - ბათუმის მერიას, აჭარის მთავრობას. ასევე - საქართველოს უმაღლეს ხელისუფლებას, საქართველოს სპორტის სამინისტროს. ბუნებრივია, საორგანიზაციო კომიტეტს, საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს და მის პრეზიდენტ ლერი ხაბელოვს.

მან შარშან, აღმასკომის სხდომაზე გამოაცხადა, რომ ყველა შემთხვევაში, გვექნება თუ არა დამატებითი რესურსები, აუცილებლად ჩავატარებთ და თან მაღალ დონეზე ამ ფესტივალსო. საბედნიეროდ, ეს ამოცანა შევასრულეთ. ამისთვს დიდი მადლობას ვუხდი ჩვენს პარტნიორებს, სპონსორებს, რომლებმაც დაინახეს ამ ღონისძიების საჭიროება და გვერდში დაგვიდგნენ.

სხვათა შორის, აჭარის მხარემ ეს სტადიონი უფასოდ დაგვითმო, რაც არაა უბრალო საქმე. ასევე ხაზი მინდა გავუსვა, რომ გახსნიდან დღემდე იმ სტადიონზე ფეხბურთისა და რაგბის გარდა, არაფერი არ ჩატარებულა. ის საფეხბურთო სივრცე არ გამოყენებულა სპორტის არც ერთი სხვა სახეობისთვის. მით უფრო - ასეთი მასობრივი სცენებისთვის, რასაც გახსნის ცერემონიალი შეიცავდა.

ბუნებრივია, იყო ეჭვები, იყო კითხვები, ხომ არ დააზიანებდა ეს ყველაფერი სტადიონის საფარს. არადა, დაგვეთანხმებით, სტადიონზე ყველაფერი მნიშვნელოვანია - ტრიბუნებიც, გასახდელებიც თუ სხვა სივრცეები, მაგრამ მთავარი სიმდიდრე მაინც მინდორია. ბუნებრივია, ჩვენს ინტერესებშიც შედიოდა, ის რომ არ დაზიანებულიყო, და მის დასაზღვევად მაქსიმუმი გავაკეთეთ, დამატებითი ხარჯებიც კი გავიღეთ.

საბოლოოდ, ასეც დამთავრდა ყველაფერი, რაშიც ამინდმაც შეგვიწყო ხელი. გახსნის დღეს, 2 ივნისს დილით კოკისპირულად წვიმდა, მაგრამ მერე გამოიდარა და მთელი ფესტივალის განმავლობაში ძალიან კარგი ამინდი იყო.

კი, ამაში ჩართული იყო საორგანიზაციო კომიტეტიც, ეს ყველაფერი კი გაერთიანდა ერთ დიდ ხორუმში, რომელმაც, როგორც მე ვხვდები, განსაკუთრებული ემოციური მუხტი შემოიტანა მთელ ამ გახსნის ცერემონიალში.

როგორც გითხარით, გვინდოდა, რომ ამ ფესტივალში მონაწილე ახალგაზრდების, სპორტსმენების, მასში ჩართული ადამიანებისთვის შეგვექმნა განცდა, რომ ესაა განსაკუთრებული შეჯიბრება, რომელიც ტარდება ოლიმპიური ქოლგის ქვეშ - ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი ატრიბუტი ხომ 5 რგოლი იყო, შესაბამისი სიმბოლიკები გამოისახა მედალზეც ანუ ეს მომენტი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ყველა შეხვედრაზე, რომელსაც აქ ვატარებდით, თბილისში ან ბათუმში ჩავდიოდით, ამას ხაზს ვუსვამდით.

აქვე ისიც მინდა ვთქვა, რომ ძალიან კარგად იმუშავა ბათუმის ოფისმა ისევე, როგორც - თბილისისამ. თან, ძალიან მოკლე დროში. საორგანიზაციო კომიტეტი, როგორც იურიდიული ერთეული, დაფუძნდა 16 მარტს, ფესტივალის დაწყებამდე დაახლოებით ორთვენახევრით ადრე. ეს ძალიან ცოტა დროა. ალბათ, მინიმუმ, ერთი წელიწადი მაინც, და ალბათ, ეს დროც არ იქნებოდა საკმარისი იმისთვის, რომ შედეგი დაგვედო, მაგრამ ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, გული და სული ჩავდეთ ამაში, რამდენიმე ადამიანმა გააკეთა რამდენიმე ათეული კაცის საქმე და თან გააკეთა ძალიან მაღალ დონეზე.

ეს ყველაფერი კარგად გამოჩნდა გახსნის ცერემონიალზეც, ასევე - დაჯილდოების ცერემონიებზეც, სადაც მედლების 220-მდე კომპლექტი გათამაშდა. თან, დაჯილდოება ჩატარდა საზეიმო ატმოსფეროში, მედლებიც მაღალი ხარისხის იყო, თვითონ ბათუმიც ბანერებით იყო მორთული, რაც ისეთი თვალშისაცემი ამბავი გახლდათ, რომ ვინც არ იცოდა, ყველა კითხულობდა, რა ხდებაო და ყველა ხვდებოდა, რომ რაღაც მნიშვნელოვანი ამბავი ხდებოდა ამ ქალაქში.

ასევე მნიშვნელოვანი იყო ამ ყველაფრის გაშუქება - სახეობების უმეტესობა გადაიცემოდა პირდაპირ ეთერში, აქტიურად შუქდებოდა სოცმედიაშიც. ამისთვის სპეციალური ჯგუფიც დავიქირავეთ, რომელმაც ძალიან მაღალ დონეზე იმუშავა.

რეჟისორიც თავიდანვე ჩაწვდა ფესტივალის არსს, რომ ესაა საქართველო და ესაა ჩვენი შეჯიბრება, ჩვენ ბავშვების, ჩვენი ახალგაზრდების, ჩვენი სპორტის მომავალი, რომელიც ჩამოვა ბათუმში, სადაც მთელი საქართველო შეიკრიბება. სწორედ ეს იყო ჩვენი ამოსავალი წერტილი, რაზეც ვსაუბრობდით რეჟისორთან, ვისთანაც არაერთი შეხვედრა გვქონდა და ხშირად გვიწევდა ბათუმში ჩასვლა.

აქტიურად იყო ჩართული ბათუმის ვიცე-მერი სოფო ხალვაში, ვინც დამაგვირგვინებელი აკორდით - საქართველოს ჰიმნით დაასრულა გახსნის ცერემონიალი და, სხვათა შორის, სწორედ მისი იდეა იყო ზაზა სიხარულიძის ჩართვა - მან წამოაყენა მისი კანდიდატურა. ჩვენც დავეთანხმეთ და, როგორც შემდგომ გამოჩნდა, ეს იყო აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება. დაახლოებით 20 ადამიანი, რომლებიც ამ ორთვენახევრის განმავლობაში ძალიან აქტიურად მუშაობდნენ - ჩადიოდნენ რეგიონებში და ადგილზე გადიოდნენ რეპეტიციებს, მერე ბათუმში ჩამოიყვანეს ისინი 3-4 დღით ადრე და სტადიონის გარეთ ატარებდნენ რეპეტიციებს - ცხადია, არაა ეს ადვილი. გახსნის ცერემონიალში მონაწილეობდა სხვადასხვა რეგიონის 7 ანსამბლი, თავად ფესტივალში კი 1100 ბავშვი გამოდიოდა…

თვითონ სტადიონზეც კარგად იყო წარმოჩენილი ქვეყნის კუთხეები, საქართველოს რუკის კონტურების გამოსახვა კი ჩემი იდეა იყო, რაზეც მაშინვე დამეთანხმა რეჟისორი.

ეს ყველაფერი ხაზს უსვამს ამ შეჯიბრების მნიშვნელობას - რომ ეს არაა ჩვეულებრივი, რიგითი სპორტული ღონისძიება. საქართველოში ცალკეულ სახეობებში ფინალური შეჯიბრებები კი ტარდება ამ ასაკობრივ ჯგუფებში, მაგრამ ყველამ დაინახა და იგრძნო, რომ ეს არ იყო ჩვეულებრივი რიგითი ამბავი თუნდაც იმ ელემენტების გათვალისწინებით, რაზეც უკვე ვისაუბრეთ - საცხოვრებელი პირობები, კვება, ტრანსპორტი, უსაფრთხოება, სამედიცინო უზრუნველყოფა თუ სხვა…

ჩვენი მთავარი საფიქრალი ის იყო, რომ ეს ყველაფერი კარგად ჩატარებულიყო და ბავშვები არ დაშავებულიყვნენ. იქ არის ზღვა და ბევრი იქნებ სულაც პირველად ჩავიდა ბათუმში… ეს ყველაფერი ჩვენს მუდმივად ტონუსშიი გვა,ყოფებდა და მოდუნების საშუალებას არ გვაძლევდა, რათა სულ მობილიზებულები ვყოფილიყავით. მართლაც, ბოლომდე ასე ზამბარასავით დაჭიმულები ვიყავით.

სხვათა შორის, ქულათა დათვლის სისტემა რთული ამბავი იყო. როცა ევროპაში ტარდება ოლიმპიური ფესტივალები, იქ ყველაფერი გათვლილია ანიდან ჰაემდე, რა ნაბიჯი უნდა გადადგან. ჩვენთან კი პირველი იყო, რაც ყოველთვის რთულია. ჩვენთვის ეს რთული იყო, ასეთ მოკლე დროში ეს ყველაფერი დაგველაგებინა და დებულება შეგვექმნა, მაგრამ თან გაცილებით რთული აღმოჩნდა, რეგიონები ჩაგვერთო ამ ყველაფერში და მონაწილენი გამხდარიყვნენ ფესტივალის მზადებისა. თავიდან ეს ცოტა გაუჭირდათ, რაც ლოგიკურია, რადგან მათთვისაც პირველი იყო, თუმცა მაინც გამოგვყვნენ. ასევე უნდა ვთქვათ ფედერაციების ჩართულობასა და მათ განსაკუთრებულ როლზე, რადგან ბოლომდე იგრძნეს პასუხისმგებლობა. ჩვენ მოვამზადეთ ბაზები, დავაფინანსეთ ეს ყველაფერი, თუმცა შეჯიბრებები ჩაატარეს ფედერაციებმა თავიანთი წესებით და პირობებით. ძალიან კარგია მათი ასეთი აქტიურობა, ჩართულობა და პასუხისმგებლობა ამ პროცესში, რამაც საბოლოოდ განაპირობა ის, რომ, მთლიანობაში, ასეთი მასშტაბური და დადებითი სურათი მივიღეთ.

ამ ადამიანებმა თუ ორგანიზაციებმა დაინახეს, რომ ეს საჭიროა, მნიშვნელოვანია, აუცილებელია. ჯერ ისიც კი უნდა გავარკვიოთ, რამდენ წელიწადში ერთხელ უნდა გაიმართოს ეს ფესტივალი. უახლოეს მომავალში აღმასკომის სხდომაზე ვიმსჯელებთ ამაზე, სადაც ანგარიში უნდა წარვადგინო.

მთავარი შეფასება დეკემბერში, სეოკ-ის სესიაზე გაკეთდება, სადაც ყველა ადამიანს, ვინც ამ საქმეში წვლილი შეიტანა, თუნდაც ერთი აგური დადო, პატივს მივაგებთ. უმეტესობას თბილისში მოვიწვევთ და ჩვენს დიპლომებს, სპეციალურ პრიზებს გადავცემთ. არავინ არ უნდა დარჩეს ყურადღების მიღმა - ჩვენი მიდგომა ასეთია.

­- ანუ უფროსებში მსგავსი ღონისძიების ჩატარებაზე ჯერ არაა საუბარი…

თუმცა, მგონია, რომ ასეთი წარმატებული ფესტივალის შემდეგ კითხვის ნიშნები იმაზე, გვჭირდება თუ არა, ჩავატაროთ თუ არა, საბოლოოდ მოიხსნა. აქ საუბარი უფრო იმაზე იქნება, სად ჩავატართ მომდევნო ფესტივალი, ვინ იქნება მასპინძელი, ვინ აიღებს პასუხისმგებლობას ამაზე.

← მთავარი