ბულგარეთში გამართულ 14-წლამდელ მოხმალავე გოგონათა საერთაშორისო ტურნირ „ბურგასის თასზე” ქართველი მოფარიკავე ელენე ინასარიძე ჩემპიონი გახდა.
შეჯიბრებაში 83 სპორტსმენი მონაწილეობდა სხვადასხვა ქვეყნიდან. ინასარიძემ ყველა მეტოქეს სძლია — ფინალში კარლა ლისნეანუს (რუმინეთი) 15:5 დაამარცხა.
მეორე ადგილი ლისნეანუმ დაიკავა. ბრინჯაოს მედლები კი მელისა რეჯის (იტალია) და სოფია დელჩევას (ბულგარეთი) ერგოთ.