← მთავარი
პოლიტიკა

დროაში ამბობენ, რომ ელენე ხოშტარიას კლინიკაში არგადაყვანა სადამსჯელო ოპერაციაა

27 ივნისი, 2026 · წყარო: radiotavisupleba.ge
დროაში ამბობენ, რომ ელენე ხოშტარიას კლინიკაში არგადაყვანა სადამსჯელო ოპერაციაა

ელენე ხოშტარიას გასასინჯად ციხეში რევმატოლოგი მაკა იოსელიანი 25 ივნისს იყო შესული. მან პაციენტის მონახულების შემდეგ თქვა, რომ გაუჭირდა სრულყოფილად გასინჯვა, რადგან ელენეს ტკივილების გამო წოლაც კი არ შეეძლო სამედიცინო მაგიდაზე. “მას მერე, რაც ექიმს აქვს ჩამოყალიბებული პოზიცია, მკაფიო შთაბეჭდილება იმასთან დაკავშირებით, რა არის გასაკეთებელი, გვინდა მკაფიოდ და ცხადად ვთქვათ: თითოეული დღე, რასაც ელენე ატარებს კლინიკის გარეშე და მკურნალობის გარეშე, არის ელენეს ჯანმრთელობაზე დარტმის ახალი დღე, ეს არ არის შემთხვევითი ამბავი, ეს არის შეგნებული ამბავი, რასაც რეჟიმი აკეთებს ელენეს წინააღმდეგ. თითოეული ახალი დღე, როდესაც ელენე არ არის გადაყვანილი სამოქალაქო კლინიკაში და არ ეძლევა ადეკვატური შესაძლებლობა სამედიცინო მკურნალობისა, არის შეგნებული დარტყმა ელენეს ჯანმრთელობაზე. ეს არის სადამსჯელო ოპერაცია, რომელსაც რეჟიმი ახორციელებს მის წინააღმდეგ. რაც გააკეთა რევმატოლოგმა მაკა იოსელიანმა, სინამდვილეში უნდა გაეკეთებინა პენიტენციურ სამსახურს. პენიტენციურის უშუალო პასუხისმგებლობა იყო დაედგინა დიაგნოზი და დაენიშნა შესაბამისი მკურნალობა, თუმცა მათ ეს არ გააკეთეს” - თქვა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე 27 ივნისს გიგა ლემონჯავამ. მანვე კიდევ ერთხელ დააზუსტა ელენეს და პარტიის პოზიცია, რაც მდგომარეობს იმაში, რომ სირთულეების მიუხედავად, ბრძოლას ქვეყნის თავისუფლებისთვის არ შეწყვეტენ.

ასევე ნახეთ

ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ კლინიკაში გადაყვანას თავად არ მოითხოვს - პასუხისმგებლობის აღებისკენ პენიტენციურს მოუწოდებს

ასევე ნახეთ

ხოშტარიას ექიმი: საჭიროა კლინიკაში გადაყვანა, ძლიერი ტკივილის გამო ვერ მოხერხდა სრულად გასინჯვა

← მთავარი