[ოფიციალურად] კიდევ ერთი ახალწვეული “იბერიაში”ელდარ კულიევი თბილისის “იბერია 1999-ის” ფეხბურთელი გახდა. როგორც თბილისური კლუბის ოფიციალური გვერდი წერს, 24 წლის შემტევი ნახევარმცველი ბოლოს ქართველების (დავით ვოლკოვი, გიორგი პაპუნაშვილი) თანაგუნდელი იყო აზერბაიჯანულ “ზირაში”. შეგახსენებთ, რომ ეს გუნდი ქუთაისის “ტორპედოს” მეტოქეა კონფერენსლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე. რაც შეეხება კულიევს, გასულ სეზონში მან აზერბაიჯანის პრემიერლიგაში სულ 7 მატჩი ჩაატარა. ერთხელად თასზე ითამაშა. კარიერის საწყისი ეტაპი კი დონეცკის “შახტარის” 17 და 19-წლამდელთა გუნდებში გაატარა და აქვს უკრაინის ასაკობრივ ნაკრებებში თამაშის გამოცდილებაც.მასალის გამოყენების პირობებიტეგები:ელდარ კულიევიიბერია 1999მკითხველის კომენტარები / 0 /გააკეთე კომენტარი