← მთავარი
პოლიტიკა

ხუთი ქვეყნის ელჩი პატრიარქ შიო III-ს გაცნობითი ვიზიტით შეხვდა

12 ივნისი, 2026 · წყარო: civil.ge
ხუთი ქვეყნის ელჩი პატრიარქ შიო III-ს გაცნობითი ვიზიტით შეხვდა

ისრაელის, გაერთიანებული სამეფოს, იტალიის, სომხეთისა და თურქეთის ელჩებმა 11 ივნისს საქართველოს საპატრიარქოში პატრიარქ შიო III-სთან გაცნობითი შეხვედრები გამართეს.

შეხვედრებზე იყვნენ ისრაელის ელჩი ვალიდ აბუ ჰაია, დიდი ბრიტანეთის ელჩი გარეთ უორდი, იტალიის ელჩი მასიმილიანო დ’ანტუონო, სომხეთის ელჩი აშოტ სმბატიანი და თურქეთის ელჩი მუსტაფა თურქერ არი.

„მათ კიდევ ერთხელ გამოთქვეს სამძიმარი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების გამო და ასევე მიულოცეს შიო III-ს გამორჩევა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად”, — განაცხადა საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

მისი თქმით, საუბარი მეგობრულ კილოზე გაიმართა — ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის მეგობრობასა და ქართველ ემიგრანტებისადმი ამ სახელმწიფოების თბილ დამოკიდებულებას. ასევე განიხილეს ტრადიციული ფასეულობების დაცვის, ოჯახის კულტურის და მიმდინარე ომებიდან მომდინარე საფრთხეების თემები.

← მთავარი