← მთავარი
საზოგადოება

არის თუ არა საქართველოს ამინდები კავშირში "ელ-ნინიოსთან" და როგორი ივლისი-აგვისტო გველოდება

13 ივნისი, 2026 · წყარო: ambebi.ge
არის თუ არა საქართველოს ამინდები კავშირში

კლიმატის ცვლილება ფაქტია, რომ მსოფლიოს დიდ გამოწვევებს უქმნის. საერთაშორისო პროგნოზირების ცენტრები ვარაუდობენ, რომ უახლოეს თვეებში შესაძლოა ელ-ნინიოს ფაზა განვითარდეს. ეს მოვლენა, რომელსაც ხშირად თან ახლავს გლობალური ტემპერატურის დროებითი მატება, საფრთხეს უქმნის მსოფლიო ეკონომიკას, სურსათის მარაგებსა და მილიონობით ადამიანის სიცოცხლეს.

რა არის ელ-ნინიოს ფენომენი და როგორია მისი გავლენა მსოფლიოზე და რატომ არის საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ენერგეტიკული დამოუკიდებლობა - ამ საკითხებზე გარემოსდაცვითი შეფასების ექსპერტი მამუკა გვილავა გვესაუბრება.

მიუხედავად იმისა, რომ ეს პროცესი წყნარ ოკეანეში მიმდინარეობს, მისი გავლენა მთელ პლანეტაზე ვრცელდება: იცვლება ატმოსფეროს ცირკულაცია და ნალექების განაწილება, იზრდება როგორც გვალვების, ისე წყალდიდობების ალბათობა. ზოგ რეგიონში გვალვის რისკი იმატებს, ზოგან კი - პირიქით, ძლიერი წვიმებისა და წყალდიდობების, რადგან ელ-ნინიო ხშირად უკავშირდება ამინდისა და კლიმატის უფრო ექსტრემალურ გამოვლინებებს მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში.ეს ბუნებრივი პროცესი ყოველთვის ხდებოდა, საშუალოდ 2-დან 7 წელიწადში ერთხელ მეორდება და 9-12 თვეს გრძელდება. მეცნიერები წინასწარ პროგნოზირებენ ხოლმე ელ-ნინიოს პროცესის დაწყებას, რომელიც შემდგომ შესაძლოა გადაიზარდოს ლა-ნინიაში. ამ ციკლს ეწოდება ენსო (ENSO - El Niño–Southern Oscillation), ანუ ელ-ნინიო - სამხრეთის ოსცილაცია, რადგან ტემპერატურა და წნევა ხან მატულობს, ხან - კლებულობს. მისი თბილი ფაზა არის ელ-ნინიო, ხოლო საპირისპირო, ცივი ფაზა - ლა-ნინია. ეს სიტყვები ძალიან ჰგავს ერთმანეთს და ხშირად ეშლებათ ხოლმე.მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ელ-ნინიო ბუნებრივი მოვლენაა და კაცობრიობის მიერ არ არის გამოწვეული, თუმცა დღეს ის გლობალური დათბობის ფონზე ვითარდება, რაც ზოგიერთ რეგიონში მის გავლენებს შესაძლოა უფრო შესამჩნევს ხდიდეს.

გავლენა საქართველოზე და საზოგადოების განწყობა

ამჟამინდელი წვიმიანი ამინდების პირდაპირ ელ-ნინიოსთვის მიწერა რთულია. საქართველოს ამინდზე უფრო უშუალოდ მოქმედებს რეგიონული ატმოსფერული პროცესები, თუმცა გლობალური ცირკულაციის ცვლილებები გარკვეულ გავლენას მაინც ახდენს. ჩვენ გვიმართლებს, რომ ამ სეზონზე კატასტროფული წყალდიდობები არ გვქონია. თუმცა, ეს არაფერს ნიშნავს და მინდა საზოგადოებას ვთხოვო, ცოტა უფრო მეტი გაგებითა და ნდობით მოეკიდონ მეცნიერებისა და სპეციალისტების განცხადებებს. ის, რომ დღეს გრილი და წვიმიანი ამინდებია, არ გამორიცხავს იმას, რომ ივლისსა და აგვისტოში ძალიან დაცხეს და გვქონდეს ძლიერი სითბური (თერმული) ტალღები. პირადად მე ნაკლებად მაწუხებს დღევანდელი გრილი ამინდები, პირიქით, უფრო შევწუხდები, თუ ივლის-აგვისტოში გაუსაძლისი სიცხეები დაიჭერს. დღევანდელი ამინდების მიუხედავად, არ უნდა გაგვიკვირდეს, თუკი ზაფხულის მეორე ნახევარში ძლიერი სიცხის ტალღებიც ვიხილოთ. კლიმატურ სისტემაში მსგავსი კონტრასტები სულ უფრო ხშირად გვხვდება.

გამოსავალი - ადაპტაცია და მიტიგაცია

ეროვნული ინტერესები და ენერგეტიკული პოლიტიკა

წყალდიდობები, გვალვა, ხანძრები და სურსათის დეფიციტი - “სუპერ ელ-ნინიო“ იწყება: მეცნიერები მსოფლიოს აფრთხილებენ

← მთავარი