← მთავარი
საზოგადოება

"ივლისის მეორე ნახევარში მოქმედებას დაიწყებს "ელ-ნინიო"... ჩვენთან შეიძლება გააქტიურდეს წვიმები და ერთ დღეში სეზონის მთლიანი შემადგენლობა ნალექის სახით მოვიდეს" - პროგნოზი

6 ივლისი, 2026 · წყარო: ambebi.ge

გლობალური ამინდის პროგნოზის მიხედვით, 2026 წლის მეორე ნახევარში მოსალოდნელია ძლიერი კლიმატური ფენომენის “ელ-ნინიოს” ჩამოყალიბება, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში ამინდს მკვეთრად შეცვლის. წყნარი ოკეანის ტროპიკულ ნაწილში “სუპერელ-ნინიოს” ფაზა ოფიციალურად დაიწყო. მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის პროგნოზით, ივლისიდან სექტემბრამდე ეს მოვლენა დიდ მასშტაბს მიაღწევს და მთელ პლანეტაზე ექსტრემალური ამინდის ტალღას გამოიწვევს.

მოსალოდნელია გლობალური ტემპერატურის ზრდა და ექსტრემალური ამინდის გახშირება, მათ შორის ძლიერი სიცხეები და ინტენსიური ნალექები. “ელ-ნინიო” ბუნებრივი კლიმატური ციკლია, რომელიც 2-7 წელიწადში ერთხელ ანაცვლებს გრილ ფაზას. თბილი წყლების მასების დაგროვება რადიკალურად შეცვლის ამინდის რეჟიმს. ევროპასა და სხვა რეგიონებში ძალიან მაღალი ტემპერატურა უკვე ფიქსირდება და როგორც ამბობენ, მოსალოდნელია სიცხე რეკორდულ ნიშნულამდე ავიდეს.

“საქართველოს მწვანეთა მოძრაობა დედამიწის მეგობრების” თავმჯდომარე ნინო ჩხობაძის თქმით, ივლისის მეორე ნახევრიდან საქართველოშიც მკვეთრად აიწევს ტემპერატურა. მისი თქმით, მთავარი პრობლემაა ის, რომ ექსტრემალური ტემპერატურების ხანგრძლივობა ეტაპობრივად იზრდება და ამან შესაძლოა გამოიწვიოს კატასტროფული შედეგები.

როგორ აისახება “ელ-ნინიოს” გავლენა საქართველოზე, რა საფრთხეებია მოსალოდნელი, ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ნინო ჩხობაძე გვესაუბრება.

სავარაუდოდ, აღმოსავლეთ საქართველოში შეიძლება დაიწყოს გვალვა, შესაძლებელია მეწყრული და ღვარცოფული მოვლენები უფრო დიდი სიმძლავრით. წყალდიდობა უკვე იყო გურიაში, სენაკში, კახეთში იყო სეტყვა და მოსალოდნელია განმეორდეს.

როგორც ამბობენ, ივლისის მეორე ნახევარში უფრო სტაბილურად იქნება მაღალი ტემპერატურა. ექსტრემალური ტემპერატურის პერიოდი გახანგრძლივებულია, ეს კი ზეწოლას ახდენს ინფრასტრუქტურაზე. ვგულისხმობ წყალმომარაგების, საკანალიზაციო სისტემებს, ასევე ელექტროენერგიით მომარაგებას. გამაგრილებლები თითქმის ყველას აქვს სახლში, რაც გამოიწვევს ელექტროენერგიის პიკურ ხარჯს. თუ მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა, ამას შეიძლება მოჰყვეს დენის გამორთვები, როგორც, მაგალითად, საფრანგეთში…

← მთავარი