← მთავარი
სპორტი

[ჩოგბურთი] ეკატერინე გორგოძის რევანში არგენტინელთან | Lelo.Ge

11 ივლისი, 2026 · წყარო: lelo.ge
[ჩოგბურთი] ეკატერინე გორგოძის რევანში არგენტინელთან | Lelo.Ge

გერმანიაში დადასრულს უახლოვდება ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირი (W100), რომელშიც წარმატებით თამაშობს ეკატერინე გორგოძე, რომელიც მე-7 ნომრად არის განთესილი.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა ჩოგბურთელმა ზედიზედ დაამარცხა სლოვაკი მია პოჰანკოვა (1:6, 6:0, 6:1), გერმანელი ვალენტინა შტაინერი (6:1, 6:2).

მეოთხედფინალში კი ასპარეზობის მე-4 ნომერ ხულია რიერას (არგენტინა) ორ სეტში სძლია - 7:5, 6:4, რითაც ჩვენებურმა 3 ივლისს შტუტგარტის (გერმანია) ქალთა საერთაშორისო ტურნირზე (W50) ოკეანისგაღმელთან მარცხისთვის (6:3, 3:6, 0:6) რევანში აიღო.

გორგოძე ნახევარფინალში ტურნირის მეხუთე ნომერთან - ტეოდორა კოსტოვიჩთან (სერბეთი) გაარკვევს ურთიერთობას. ამ უკანასკნელმა მეოთხედფინალში მეორე ნომრად განთესილი ტამარა ზიდანსეკი (სლოვენია) ჩამოიშორა გზიდან - 6:3, 6:0.

← მთავარი