← მთავარი
სპორტი

[ჩოგბურთი] ეკატერინე გორგოძემ მასპინძელს აჯობა და მერვედფინალშია | Lelo.Ge

2 ივლისი, 2026 · წყარო: lelo.ge
[ჩოგბურთი] ეკატერინე გორგოძემ მასპინძელს აჯობა და მერვედფინალშია | Lelo.Ge

გერმანიაში ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირის (W50) ერთეულებში ეკატერინე გორგოძე მე-6 ნომრადაა განთესილი. სტარტზე მან კვალიფიკაციიდან აღზევებულ ლუიზა მეიერს (გერმანია) სამ სეტში აჯობა - 7:5, 4:6, 6:0. მერვედფინალში ჩვენებური ფრანგ ქლოე პაკესთან გაარკვევს ურთიერთობას. წყვილებში ეკატერინე გორგოძე და იპეკ ოზი (თურქეთი), როგორც ვწერდით, უკრაინელებთან - ანასტასია სობოლიევასა და ანასტასია ზაპარინიუკთან ვერაფერს გახდნენ - 6:3, 3:6, 8:10.

n n n

საბა ფურცელაძემ წარმატებით აიღო სტარტი გერმანიის ქალაქ მარბურგში ჩოგბურთელ ვაჟთა საერთაშორისო ტურნირში (M25). ძირითადი ბადის სტარტზე მან ეგვიპტელი მიხაელ ბასემ სობჰი დაამარცხა - 6:3, 6:7, 6:1 და მერვედფინალში გერმანელ კოლვინ მიულერს შეხვდება.

საგულისხმოა, რომ ფურცელაძე წყვილებში სწორედ ბასემ სობჰისთან არის შეამხანაგებული და მეოთხე ნომრადაა განთესილი. ქართულ-ეგვიპტურმა ტანდემმა პირველ წრეში მასპინძლები - ბენ კრონაუ და დილან ლევის შლოესერი ჩამოიშორა გზიდან - 6:1, 6:0. ფურცელაძე და ბასემი მეოთხედფინალში ოლეკსიი კრუტიხსა (უკრაინა) და იმანოლ ლოპეს მორილოს (ესპანეთი) შეხვდებიან.

n n n

თურქეთის ქალაქ კაისერიში ჩოგბურთელ ვაჟთა 15.000-იანი ტურნირის საკვალიფიკაციოში ნიკა ბიძინაშვილმა ორი მეტოქე დაამარცხა და მთავარ ბადეში მოხვდა, მაგრამ აქ, ასევე, კვალიფიკაციიდან აღზევებულ დენის ვიშენჩუკ ვიშენკოსთან წააგო - 3:6, 3:6.

ამავე ტურნირის ძირითადი ბადის პირველ წრეში გამოეთიშა შეჯიბრებას ალექსანდრე შვანგირაძე. ერთეულთა სტარტზე იგი მასპინძელი ბორა სენგულთან დამარცხა - 6:7, 4:6. წყვილებში შვანგირაძემ და იტალიელმა ლეონარდო კატანეომ საუდის არაბეთის წარმომადგენლები - ბოუდ ალჰოგბანი და ბეიდა იდრისი ჩამოიშორეს გზიდან - 6:4, 6:3, შემდეგ კი მესამე ნომერ თურქებს მელიხ ანავათანსა და ქერიმ იილმაზს არ გამოუცხადნენ სათამაშოდ.

n n n

პორტუგალიის ქალაქ ელვაშის ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირში (W50) ზოზია ქარდავა მთავარი ბადის სტარტზე სლოვაკ კატარინა კუზმოვას ვერ გაუმკლავდა - 7:5, 2:6, 3:6.

წყვილებში ქარდავა იტალიელ კატარინა ოდორიზისთან ერთად ანასტასია კულიკოვასა (ფინეთი) და ანგელინა ვოლოშჩუკთან (პორტუგალია) გაარკვევს ურთიერთობას.

n n n

საფრანგეთში ქალთა საერთაშორისო ტურნირის (W35) ერთეულთა პირველ წრეში სოფიო შაფათავამ 19 წლის მასპინძელი ჟუსტინ ბრეტნაჩერი დაჯაბნა - 6:3, 6:2. მერვედფინალში ასპარეზობის რეიტინგფავორიტ იასმინ კაბაის (მაროკო) დაუპირსპირდება.

← მთავარი