დედამიწის მეზობლად აღმოჩენილია ეგზოპლანეტა, რომელიც სიცოცხლისთვის ვარგისი შეიძლება იყოს - რას ამბობენ მეცნიერები
მეცნიერებმა ახალი ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს, რომელიც შესაძლოა საცხოვრებლად ვარგისი იყოს - პლანეტა, სახელწოდებით GJ 3378b, დედამიწაზე დაახლოებით ორჯერ დიდია და 25 სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს. მიუხედავად ამ მანძილისა, მეცნიერები მას ჩვენს „კოსმოსურ მეზობლად“ მოიხსენიებენ.
კვლევის ერთ-ერთი ავტორის, კალიფორნიის უნივერსიტის (ირვინი) წარმომადგენლის, პოლ რობერტსონის თქმით, პლანეტა ე.წ. „გოლდილოქსის ზონაში“ მდებარეობს — რეგიონში, სადაც ტემპერატურა თხევადი წყლის არსებობას უწყობს ხელს.
“საკმარისია ისეთი პირობებისთვის, სადაც თხევადი წყალი შეიძლება არსებობდეს“, — აღნიშნა რობერტსონმა.
მეცნიერების თქმით, საბოლოო დასკვნისთვის დამატებითი კვლევებია საჭირო, რათა დადგინდეს აქვს თუ არა პლანეტას ატმოსფერო და არსებობს თუ არა იქ სიცოცხლის შესაძლო ნიშნები.
NASA-მ უკვე დააანონსა „საცხოვრებელი სამყაროების ობსერვატორიის“ პროექტი. მისი მეშვეობით ასტრონომები პლანეტების ატმოსფეროებში იმ ქიმიური ელემენტების ძიებას გეგმავენ, რომლებიც შესაძლოა სიცოცხლეს უკავშირდებოდეს.