← მთავარი
სპორტი

[VIDEO] ეგვიპტემ ავსტრალიას პენალტების სერიაში სძლია და მეორედ გავიდა მერვედფინალში

4 ივლისი, 2026 · წყარო: sportall.ge
[VIDEO] ეგვიპტემ ავსტრალიას პენალტების სერიაში სძლია და მეორედ გავიდა მერვედფინალში

მსოფლიო ჩემპიონატის 1/16-ფინალში ეგვიპტემ ავსტრალია პენალტების სერიაში დაამარცხა და 1934 წლის შემდეგ პირველად ითამაშებს მერვედფინალში.

თავიდან ავსტრალიამ შეუტია და კარგი მომენტიც ჰქონდა, როდესაც ვოლპატომ ბურთი ხარიხას გაარტყა. შემდეგ კი ეგვიპტე აშურმა დააწინაურა. ავსტრალიამ შეტევებით უპასუხა და 55-ე წუთზე ჰანის ავტოგოლით ანგარიში გაათანაბრა. 90+3-ე წუთზე ეგვიპტეს გამარჯვების მოპოვება შეეძლო, მაგრამ ახლო მანძილიდან რაბიას თავით დარტყმული ბურთი მეკარე ბიჩმა მოიგერია და ძირითადი დრო 1:1 დასრულდა.

ექტრა ტაიმებში ანგარიში არ შეიცვალა, ხოლო პენალტების სერიაში ეგვიპტემ გაიმარჯვა.

ეგვიპტე მერვედფინალში არგენტინასა და კაბო-ვერდეს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

არლინგტონი. „AT&T სთედიუმი“

ავსტრალია - ეგვიპტე პენ 2:4 (ძირ. და დამ. დრო 1:1)

გოლები: 0:1 აშური (13), 1:1 ჰანი (55, საკ. კარში)

← მთავარი