სპორტი
ეგვიპტემ ავსტრალიას პენალტების სერიაში სძლია და პირველად გავიდა მერვედფინალში
მსოფლიო ჩემპიონატის 1/16-ფინალში ეგვიპტემ ავსტრალია პენალტების სერიაში დაამარცხა.
თავიდან ავსტრალიამ შეუტია და კარგი მომენტიც ჰქონდა, როდესაც ვოლპატომ ბურთი ხარიხას გაარტყა. შემდეგ კი ეგვიპტე აშურმა დააწინაურა. ავსტრალიამ შეტევებით უპასუხა და 55-ე წუთზე ჰანის ავტოგოლით ანგარიში გაათანაბრა. 90+3-ე წუთზე ეგვიპტეს გამარჯვების მოპოვება შეეძლო, მაგრამ ახლო მანძილიდან რაბიას თავით დარტყმული ბურთი მეკარე ბიჩმა მოიგერია და ძირითადი დრო 1:1 დასრულდა.
ექტრა ტაიმებში ანგარიში არ შეიცვალა, ხოლო პენალტების სერიაში ეგვიპტემ გაიმარჯვა.
ეგვიპტე 4 ივლისს, მერვედფინალში, არგენტინასა და კაბო-ვერდეს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.
არლინგტონი. „AT&T სთედიუმი“
ავსტრალია - ეგვიპტე პენ 4:2 (ძირ. და დამ. დრო 1:1)
გოლები: 0:1 აშური (13), 1:1 ჰანი (55, საკ. კარში)
- მიმდინარე ტურნირზე უკვე 13 ავტოგოლი დაფიქსირდა, რაც მსოფლიო ჩემპიონატების ანტირეკორდია.
- ეგვიპტელთა მცველმა ჰანმა ერთ მუნდიალზე ორჯერ გაიტანა საკუთარ კარში და 1996 წელს ბულგარელი ვუცოვის მიერ დამყარებული ანტირეკორდი გაიმეორა.
- 119-ე წუთზე, თერთმეტმეტრიანების წინ ავსტრალიელთა მწვრთნელმა პოპოვიჩმა მეკარე ბიჩი რაიანით შეცვალა.