სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში 08:07 წუთზე მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი რაჭაში, ამბროლაურიდან დასავლეთით 7 კმ-ში, სოფელ ხონჭიორში იყო. მათივე ცნობით, მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრე 4.4 მაგნიტუდა იყო. “დღეს თბილისის დროით 08:07 საათზე ქალაქ ამბროლაურიდან დასავლეთით 7 კმ-ში, სოფელი ხონჭიორში მოხდა 4.4 (ML) მაგნიტუდის მიწისძვრა”, — წერია სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.