← მთავარი
სპორტი

ასტანის ძიუდოს გრანდ სლემი: ზირაქაშვილი ერთი მოგება-ერთი წაგებით დაბრუნდა

9 მაისი, 2026 · წყარო: lelo.ge

თბილისელმა ძიუდოისტმა თენგო ზირაქაშვილმა (73კგ) ასტანის გრანდ სლემი თითო მოგება-წაგებით დაასრულა.

პირველ შეხვედრაში ბრაზილიელი გილერმე დე ოლივეირა დამატებით დროში „ვაზარიზე” გადააგდო — ფეხი საკმაოდ უჩვეულოდ ჩაუხლართა. სამაგიეროდ, მომდევნო პაექრობაში ევროპის ჩემპიონს და ამ ტურნირის საბოლოო გამარჯვებულ დანილ ლავრენტევს (რუსეთი) წაუგო და შეჯიბრსაც გამოეთიშა. ყაზახეთში საქართველოს სხვა მონაწილე არ წარდგომია.

← მთავარი