28–29 მაისს ტაშკენტი ჭაბუკ ძიუდოისტთა შორის აზიის თასს უმასპინძლებს. ეს ტურნირი საქართველოს ნაკრების ოფიციალურ სასპარეზო გეგმაში არ შედის, მაგრამ ოთხი ქართველი ინდივიდუალური ინიციატივით მაინც გაემგზავრა:
- გიგა ბუზალაძე (73 კგ)
- გიორგი ტოტოშვილი (73 კგ)
- გიორგი კოპილაშვილი (90 კგ)
- სოფიო თათრიშვილი (57 კგ)
ჭაბუკთა ნაკრები შემდეგ ივნის-ივლისის მიჯნაზე ჩაება — ესპანურ გრან კანარიაში ევროპის პირად-გუნდური ჩემპიონატში. მანამდე კი სასპარეზო ტურნირებზე გამოსვლა შეჩერებულია, მხოლოდ საწვრთნელ ბანაკებში ემზადებიან.