← მთავარი
სპორტი

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია ახალგაზრდებს „გრან პრის” ტურნირებს შემოსთავაზებს

7 ივნისი, 2026 · წყარო: lelo.ge
ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია ახალგაზრდებს „გრან პრის” ტურნირებს შემოსთავაზებს

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია გამოცდილ სპორტსმენებთან ერთად ახალგაზრდებზეც ამახვილებს ყურადღებას: წლეულს ახალგაზრდებსა და ჭაბუკებშიც „გრან პრის” ტურნირები ჩატარდება.

ახალგაზრდების „გრანდ სლემი” 24–25 ოქტომბერს დუშანბეში გაიმართება, ჭაბუკებისა კი — 24–25 ნოემბერს ტაშკენტში. ორი ტურნირი ერთმანეთისგან ერთთვიანი ინტერვალით არის დაშორებული.

თითოეული ტურნირის დასრულებისთანავე სამდღიანი ერთობლივი საწვრთნელი კემპი დაიწყება. ორივე შეჯიბრებას ექნება საპრიზო ფონდი — ახალგაზრდა ძიუდოისტებისთვის ეს დამატებითი სტიმული გახდება.

← მთავარი