← მთავარი
სპორტი

[ძალოსნობა] მსოფლიოზე ექვსი სპორტსმენით | Lelo.Ge

6 ივლისი, 2026 · წყარო: lelo.ge
[ძალოსნობა] მსოფლიოზე ექვსი სპორტსმენით | Lelo.Ge

კოლუმბიაში 5 ივლისს დაიწყო და 6 დღეს გაგრძელდება 17-წლამდელ ძალოსანთა მსოფლიოს ჩემპიონატი.

საქართველოს ჭაბუკ ათლეტთა ნაკრები (მთავარი მწვრთნელი ზურაბ ანთაური, მწვრთნელი ბეჟან ჭიჭინაძე და ექიმი-რეაბილიტოლოგი გიორგი ჭინჭარაული) ოკეანის გაღმა ექვსი სპორტსმენით გაემგზავრა. ჩვენები შეჯიბრებას 8 ივლისს დაიწყებენ.

შეჯიბრების განრიგი

8 ივლისი. 00:00. 65 კგ. გიორგი ქინქლაძე 9 ივლისი. 03:00. 71 კგ. დავით კილაძე 11 ივლისი. 03:00. 88 კგ. ლადო ძიმცეიშვილი 11 ივლისი. 22:00. 94 კგ. თამაზ მეგრელიშვილი 12 ივლისი. 00:30. +94 კგ. ნიკოლოზ კურტანიძე და ხვიჩა კიწმარიძე

← მთავარი