← მთავარი
სპორტი

ძალოსნობა. ახალგაზრდების ევროპის ჩემპიონატი] ქართველთა ყულაბა სამი მედლით დამძიმდა

14 ოქტომბერი, 2026 · წყარო: lelo.ge
ძალოსნობა. ახალგაზრდების ევროპის ჩემპიონატი] ქართველთა ყულაბა სამი მედლით დამძიმდა

ალბანეთის ქალაქ დურესში გრძელდება 20 და 23-წლამდელ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატი, რომელშიც საქართველოს ნაკრების (ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ლაშა ტალახაძე, ვიცე-პრეზიდენტი ირაკლი თურმანიძე, გენერალური მდივანი რუსკა მურადაშვილი, 23-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი გიორგი ასანიძე, მწვრთნელები - გია ცირეკიძე, გიორგი გაბრიჭიძე) 20 წევრი მოსინჯავს ძალებს.

ორმა მათგანმა უკვე იასპარეზა. როგორც ვწერდით, შეჯიბრების სტარტზე მარიამ მაისურაძემ 3 ვერცხლი მოინაგრა. 13 ოქტომბერს გიგა ოდიკაძემ გამოიჩინა თავი. 23-წლამდელთა 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში ქართველმა ძალოსანმა 120 კილოგრამი აიტაცა და ოქროს მედალი მოიპოვა. ჩვენებურს კილოგრამით ჩამორჩა ჰარუნ ალგული (თურქეთი), რომელსაც ვერცხლი ხვდა, დენიზ დანევი (ბულგარეთი) 118 კილოგრამით მესამე იყო.

აკვრაში ოდიკაძემ 142 კილოგრამით მეორე ადგილი დაიკავა. ქართველ ძალოსანს სამი კილოგრამით დანევმა აჯობა. 139 კილოგრამით სეირან ხუდლიანს (სომხეთი) ბრინჯაო ერგო.

60 კგ.

  1. დენიზ დანევი (ბულგარეთი) - 263 (118+145)
  2. გიგა ოდიკაძე (საქართველო) - 262 (120+142)
  3. სეირან ხუდანიანი (სომხეთი) - 256 (117+139)

მონაგარი: მარიამ მაისურაძე - 3 ვერცხლი, გიგა ოდიკაძე - 1 ოქრო და 2 ვერცხლი.

ქართველთა ასპარეზობის განრიგი: 14 ოქტომბერი. 17:00. U20. რევაზ მილდიანი (70 კგ); 15 ოქტომბერი. 19:00. U23. მანუჩარ ყიფშიძე (70 კგ); 16 ოქტომბერი. 21:00. U20. ლევან ოჩიგავა (85 კგ); 17 ოქტომბერი. 15:00. U20. ლუკა სილაგაძე (95 კგ); გოგა ჯაჯვანი (95 კგ); 17 ოქტომბერი. 17:00. U20. ნანა ხორავა (77 კგ); 17 ოქტომბერი. 19:00. U23. ზურაბ მსხალაძე (85 კგ); 18 ოქტომბერი. 13:00. U20. მარიამ მურღვლიანი (86 კგ); 18 ოქტომბერი. 17:00. U20. საბა ადამია (110 კგ); გიგა ცუხიშვილი (110 კგ); 18 ოქტომბერი. 19:00. U20. გივი დარსაველიძე (+110 კგ); ირაკლი ვეკუა (+110 კგ); 18 ოქტომბერი. 21:00. U23. გერვასი თაბაგარი (95 კგ), საბა ასანიძე (95 კგ); 19 ოქტომბერი. 13:00. U23. ნათია გადელია (86 კგ); 19 ოქტომბერი. 15:00. U23. გურამ ვეკუა (110 კგ); 19 ოქტომბერი. 17:00. U23. დავით კირვალიძე (+110 კგ), დავით დვალიშვილი (+110 კგ).

← მთავარი