კოლუმბიაში დაიწყო 17-წლამდელ ძალოსანთა მსოფლიოს ჩემპიონატი, რომელშიც საასპარეზოდ საქართველოს ნაკრების (მთავარი მწვრთნელი ზურაბ ანთაური, მწვრთნელი ბეჟან ჭიჭინაძე და ექიმი-რეაბილიტოლოგი გიორგი ჭინჭარაული) 6 წევრი გაემგზავრა.
8 ივლისს შეჯიბრებაში გიორგი ქინქლაძე (პირადი მწვრთნელი ნიკა წიკლაური) ჩაება. 65 კილოგრამ წონით კატეგორიაში მან ექვსივე ცდა უშეცდომოდ გამოიყენა და ბრინჯაოს სამი მედალი მოინაგრა: ატაცში 120 კგ დაძლია და მესამე ადგილზე გავიდა. ქართველ სპორტსმენს რუსმა სერგეი პლოტნიკოვმა (122 კგ) და ვენესუელელმა დევიდ ლინარეს პერამ (123 კგ) აჯობეს.
აკვრაში ქინქლაძე 144 კილოგრამით მესამე იყო. მასზე უკეთესი შედეგები ისევ პლოტნიკოვმა (153) და ლინარეს პერამ (151) აჩვენეს.
ქინქლაძემ თანატოლებში საქართველოს რეკორდებიც დაამყარა. კერძოდ, ქვეყნის საუკეთესო მაჩვენებლები ატაცში 4 კილოგრამით, აკვრაში - 2-ით, ორჭიდში კი 7 კილოგრამით გააუმჯობესა.
65 კგ სერგეი პლოტნიკოვი (რუსეთი) - 275 (122+153) დევიდ ლინარეს პერა (ვენესუელა) - 274 (123+151) გიორგი ქინქლაძე (საქართველო) - 264 (120+144)
შეჯიბრების განრიგი 9 ივლისი. 03:00. 71 კგ. დავით კილაძე 11 ივლისი. 03:00. 88 კგ. ლადო ძიმცეიშვილი 11 ივლისი. 22:00. 94 კგ. თამაზ მეგრელიშვილი 12 ივლისი. 00:30. +94 კგ. ნიკოლოზ კურტანიძე და ხვიჩა კიწმარიძე