← მთავარი
საზოგადოება

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად 1 500 000 ლარი შეგროვდა

24 მაისი, 2026 · წყარო: ambebi.ge
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად 1 500 000 ლარი შეგროვდა

„დაიცავი ილიაუნის” ლაივ-სტრიმის მეშვეობით, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 500 000 ლარი შეგროვდა. მარათონს ათეულობით კომპანია შეუერთდა — გამომცემლობები, უნივერსიტეტები, კლინიკები.

მარათონი ლაივ რეჟიმში კვლავ გრძელდება; გადაცემა არ შეწყდება, ვიდრე შემოწირულობები გაგრძელდება.

შეგროვებული თანხა ბავშვების ყოველდღიურ საჭიროებებს მოხმარდება: სასუნთქი აპარატები და მათი მუდმივი მუშაობისთვის საჭირო გენერატორები, მედიკამენტები, ადაპტირებული საწოლები, ეტლები, ოპერაციები ხერხემალზე.

შემოწირულობის გაკეთება შესაძლებელია: თიბისი — GE20TB7881145068100026; საქართველოს ბანკი — GE49BG0000000611756133; კისა — www.kisa.ge

← მთავარი