← მთავარი
საზოგადოება

"რამდენიმე დღის წინ 13 წლის პაციენტი მყავდა, რომელიც სტიმულატორებს მოიხმარდა" - როგორ ვრცელდება "თეთრი სიკვდილი" საქართველოში

17 ივნისი, 2026 · წყარო: ambebi.ge

ახლახან შინაგან საქმეთა სამინისტრომ 48 საათის განმავლობაში თბილისსა და რეგიონებში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად ნარკოდანაშაულის ბრალდებით 119 პირი დააკავა, მათ შორის 49 ნარკორეალიზატორია. სამართალდამცავებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული პირების ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოტროპული ნივთიერებები, მათ შორის ჰეროინი, კოკაინი, “ალფა-პვპ”, “მეტადონი”, “მეფედრონი”, “ბუპრენორფინი” და სხვა.

როგორც გაირკვა, დაკავებული 79 კაცი ნარკოტიკზე დამოკიდებული “მეტადონის” პროგრამაში ჩართული პირია. ექიმი-ნარკოლოგი, პარტია “ფედერალისტების” ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ სიხარულიძე საქართველოში შექმნილ საგანგაშო ნარკოვითარებაზე გვესაუბრება:

← მთავარი