მსოფლიო
ფილადელფიაში ქართველი DoorDash-კურიერი დააკავეს — შეკვეთა მოიპარა და თავად შეჭამა
ფილადელფიაში 28 წლის დავით ბიბიჩაძე, DoorDash-ის კურიერი, ქურდობის ბრალდებით დააკავეს — მან 2026 წლის 20 აპრილს მომხმარებლის მიერ შეკვეთილი საკვები მისამართზე მიტანის ნაცვლად საკუთარ ბინაში წაიღო და თავად მიირთვა.
Philly Crime Update-ის ინფორმაციით, ერთ-ერთმა რესტორანმა განაცხადა, რომ DoorDash-ის შეკვეთა გატანილი იყო, მაგრამ მომხმარებლამდე ვერ მივიდა. გამოძიება დაიწყო.
„DoorDash-ის კურიერს ქურდობის ბრალდება წაუყენეს მას შემდეგ, რაც შეკვეთა აიღო, მაგრამ მისამართზე მიტანის ნაცვლად საკუთარ ბინაში წაიღო. ციფრულმა კვალმა დაადასტურა, რომ მომხმარებლის მისამართზე მისვლის ან დაკავშირების არანაირი მცდელობა არ ყოფილა,” — წერს Philly Crime Update.
ბიბიჩაძეს ბრალი ედება ქურდობასა და მოპარული ქონების მითვისებაში.