მსოფლიო
„დონეცკის სასამართლომ” ქართველ მებრძოლს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
რუსეთის მიერ კონტროლირებულმა „დონეცკის უზენაესმა სასამართლომ” საქართველოს მოქალაქე ნური მითაგვარია დაუსწრებლად 14 წლით თავისუფლების აღკვეთას მიუსაჯა — „დაქირავებულ მებრძოლად” უკრაინის მხარეს ომში მონაწილეობისთვის. მასზე საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული.
9 ივნისის განცხადებაში რუსეთის გენერალური პროკურატურა ამბობს, რომ 34 წლის მითაგვარია 2022 წლის მარტში ჩავიდა უკრაინაში, სამხედრო წვრთნა გაიარა, შეიარაღება მიიღო და რუსეთის ჯარის წინააღმდეგ იბრძოდა. 2026 წლის იანვრამდე ის „ქართულ ლეგიონში” მსახურობდა, შემდეგ კი უკრაინის ეროვნული გვარდიის 128-ე ბრიგადის „სოხუმის რაზმსა” და 93-ე მექანიზებულ ბრიგადაში გადავიდა.
პროკურატურის ცნობით, ანაზღაურების სახით 3.7 მილიონი რუბლი მიუღია.