საზოგადოება
დიუშენის ბავშვებისთვის 930 000 ლარი შეგროვდა — ლაივ-მარათონი გრძელდება
„დაიცავი ილიაუნის” ლაივ სტრიმის მეშვეობით, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად, ამ დრომდე 930 000 ლარი შეგროვდა. ინიციატივას რამდენიმე კომპანია, გამომცემლობა და უნივერსიტეტი შეუერთდა.
მარათონი ლაივ რეჟიმში კვლავ გრძელდება — ორგანიზატორები განმარტავენ, რომ ლაივი არ შეწყდება, სანამ შემომწირველები დონაციებს გააგრძელებენ.
შეგროვებული თანხა ბავშვების ყოველდღიური საჭიროებების — სასუნთქი აპარატებისა და მათი მუდმივი მუშაობისთვის საჭირო გენერატორების, მედიკამენტების, ადაპტირებული საწოლების, ეტლებისა და ხერხემლის ოპერაციების — დასაფინანსებლად გამოიყენება.
ვისაც შემოწირულობის გაღება სურს, შეუძლია ეს გააკეთოს: თბს: #GE20TB7881145068100026 / საქართველო: #GE49BG0000000611756133 / ქისა: www.kisa.ge