← მთავარი
საზოგადოება

„მიეცით წამალი ბავშვებს” — თბილისში დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვთა მხარდამჭერი მსვლელობა გაიმართა

17 მაისი, 2026 · წყარო: radiotavisupleba.ge
„მიეცით წამალი ბავშვებს” — თბილისში დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვთა მხარდამჭერი მსვლელობა გაიმართა

17 მაისს, „ოჯახის სიწმინდის” სახელწოდებით ეკლესიისა და ხელისუფლების მიერ გამართული ღონისძიებების დღეს, ეტლებში მსხდომი ბავშვები, მათი მშობლები და მხარდამჭერები მეტროსდგურ „რუსთაველთან” შეიკრიბნენ და შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციისკენ გაემართნენ.

„აქ მოვედით, რომ ადამიანებს მივულოცოთ ოჯახის სიწმინდის დღე და ვუთხრათ: ოჯახი ჩვენი საყრდენია. ბავშვები ჩვენი მომავალია. ბავშვზე ზრუნვის გარეშე ოჯახი არაფერია. მოვუწოდებთ, დაგვეხმარონ ჩვენი შვილების გადარჩენაში”, — განაცხადა კახა წიქარიშვილმა, რომლის შვილსაც დიუშენის კუნთოვანი დისტროფია აქვს.

დიუშენის კუნთოვანი დისტროფია ყველაზე მძიმე გენეტიკური კუნთოვანი დაავადებაა ბავშვებში — ყოველი 3 000 ბიჭიდან ერთი ამ სინდრომით იბადება. პირველი ნიშნები 2-5 წლის ასაკში ჩნდება; 10 წლის ასაკამდე ბავშვების უმეტესობა სრულად კარგავს სიარულის უნარს. შემდეგ ყველაფერი სწრაფად პროგრესირებს: გულისა და ფილტვის დაზიანება, სუნთქვის აპარატის საჭიროება. სიცოცხლის ხანგრძლივობა საშუალოდ 20 წლამდეა. საქართველოში ამ დიაგნოზი 100-მდე ადამიანს, უმეტესად ბავშვს, უდასტურდება.

მშობლები ხელისუფლებას წლებია ეხვეწებიან. ჯანდაცვის სამინისტრო კი „კვლევების დაუსრულებლობას” და ეფექტიანობის კითხვებს იმოწმებს. ამ მოთხოვნასთან ერთ ხმაში გაისმა კიდევ ერთი: პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება.

ზუსტად 13 წლის წინ, 17 მაისს, ძალადობრივმა ჯგუფებმა თბილისში ლგბტ კვირეულის მონაწილეებზე და მათ მხარდამჭერებზე თავდასხმები განახორციელეს.

← მთავარი