საზოგადოება
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის უკვე 1 600 000 ლარი შეგროვდა
„დაიცავი ილიაუნის” ლაივ-სტრიმის მეშვეობით, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად 1 600 000 ლარი შეგროვდა. მარათონს ათეულობით კომპანია შეუერთდა — გამომცემლობები, უნივერსიტეტები და კლინიკები.
ლაივი გრძელდება: ორგანიზატორები განაცხადებენ, რომ პირდაპირი ეთერი გაგრძელდება მანამ, სანამ დონაციები შემოდის.
შეგროვებული თანხა დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების ყოველდღიური საჭიროებების — სასუნთქი აპარატების, გენერატორების, მედიკამენტების, ადაპტირებული საწოლების, ეტლებისა და ხერხემლის ოპერაციების — დასაფინანსებლად გამოყენდება.
ვისაც შეწირვა სურს: თბს: GE20TB7881145068100026 |
საქართველო: GE49BG0000000611756133 |
ქისა: www.kisa.ge |