საზოგადოება
დიუშენის ფონდის ანგარიშზე 1 709 809 ლარია — სტუდენტების 100-საათიანი მარათონის შედეგი
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების ოჯახის წევრი კახა წიქარიშვილი ანგარიშს ასაჯაროებს: ორგანიზაციის ანგარიშზე ახლა 1 709 809 ლარია.
„ეს ვერ მოხდებოდა, რომ არა „დაიცავი ილიაუნი” და გიორგი კალატოზიშვილი. უდიდესი მადლობა მათ — ისინი ჯერ კიდევ ამ საქმეს განაგრძობენ”, — წერს წიქარიშვილი.
სრული ანგარიში
- 1 709 809 ლარი — ორგანიზაციის მთავარი ანგარიში;
- 174 500 ლარი — ალექს დრაილინგის ანგარიში (ოჯახებისთვის საჩუქრებად და პირდაპირ თანხებად);
- 15 000 + 15 000 ლარი — სტუდენტებმა ორ ოჯახს პირდაპირ ჩაურიცხეს.
„ეს თქვენს მიერ შეგროვებული ფულია, ძვირფასო მეგობრებო”, — სოციალური ქსელის პოსტში წერს წიქარიშვილი.
მარათონის შესახებ
„დაიცავი ილიაუნის” სტუდენტური ლაივ-მარათონი ზუსტად 100 საათი გაგრძელდა. მარათონში შეგროვდა 1 670 938 ლარი და 48 თეთრი — ამ ინიციატივას კომპანიებიც შეუერთდნენ. შეგროვებული თანხა სრულად გადაირიცხება დიუშენის ფონდში.