დიუგარი: არსენალი კლოუნების ჯგუფია — ასეთი ფეხბურთით ჩემპიონთა ლიგა ვერ მოიგება
საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა კრისტოფ დიუგარიმ RMC Sport-თან ინტერვიუში „არსენალი” მკაცრად გაკრიტიკა ჩემპიონთა ლიგის ფინალში წარუმატებლობის გამო.
„ისინი კლოუნების ჯგუფი არიან. ზედმეტად დიდი ეგო აქვთ — არტეტა ფინალამდე ამბობდა, „მათ დავამარცხებთ”. ძალიან მიხარია, რომ „არსენალმა” წააგო,” — განაცხადა დიუგარიმ.
ფრანგი ექსპერტის თქმით, „მეთოფეები” ამ მატჩსა და მთელი სეზონის განმავლობაში ზედმეტად დაცვითი ტაქტიკით მოქმედებდნენ: „ამ კლუბს ისტორია, მემკვიდრეობა და საკუთარი სათამაშო სტილი აქვს. ასე თამაში „არსენალს” არ შეშვენის. ასეთი ფეხბურთით ჩემპიონთა ლიგა ვერ მოიგება.”
„ერთ მომენტშიც არ უცდიათ საფრთხის შექმნა. ვხედავდით მხოლოდ ბურთის მოგერიებებს, დროის გაყვანას, ჩაკეტილ თამაშს. ეს ფეხბურთისთვის და ყველა მოყვარულისთვის ტრაგედია იქნებოდა, ამ სტილით ტური რომ მოეგოთ. „არსენალი” კვლავ დარჩება საუკეთესო კლუბად, რომელსაც ჩემპიონთა ლიგა ჯერ კიდევ არ მოუგია,” — დასძინა დიუგარიმ.