← მთავარი
საზოგადოება

7 დაავადება, რის გამოც 2025 წელს, საქართველოში ყველაზე მეტი ადამიანი დაიღუპა

26 ივნისი, 2026 · წყარო: ambebi.ge
7 დაავადება, რის გამოც 2025 წელს, საქართველოში ყველაზე მეტი ადამიანი დაიღუპა

საქართველოში გარდაცვალების მაჩვენებელი გაიზარდა. ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებშია საუბარი. კერძოდ, “საქსტატის” მონაცემების მიხედვით, 2025 წელს საქართველოში 44 319 ადამიანი გარდაიცვალა, რაც 348 ერთეულით (0.8%) მეტია 2024 წლის მაჩვენებელზე. ამასთან, ოფიციალური მონაცემებით, გარდაცვალების მიზეზებს შორის ჭარბობს სისხლის მიმოქცევის სისტემის დაავადებები და სიმსივნეები, რომლებზეც მოდის შესაბამისად, გარდაცვლილთა 37.7% და 15.5%. უფრო კონკრეტულად, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით, 2025 წელს გარდაცვლილთა რიცხოვნობა გარდაცვალების ტოპ-7 მიზეზის მიხედვით, ასეთია:

სისხლის მიმოქცევის სისტემის ავადმყოფობები - 16 711 გარდაცვლილი; კლინიკური და ლაბორატორიული გამოკვლევებით გამოვლენილი სიმპტომები, ნიშნები და გადახრები ნორმიდან, რომლებიც არ არის შეტანილი სხვა რუბრიკებში - 9 389 გარდაცვლილი;

გააგრძელეთ კითხვა

← მთავარი