← მთავარი
სპორტი

[პრესკონფერენცია] "ერთ გოლს ველოდით, მაგრამ "ზირამ" უკეთ ითამაშა"... დირკ შუსტერი მატჩის შემდეგ აშკარად "აიჭრა"...

9 ივლისი, 2026 · წყარო: lelo.ge
[პრესკონფერენცია]

ქუთაისის “ტორპედოს” მთავარმა მწვრთნელმა, დირკ შუსტერმა, კომენტარი გააკეთა კონფერენსლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში აზერბაიჯანულ “ზირასთან” მარცხზე.

შეიძლება ითქვას, ეს მეტისმეტად უცნაური და გაუგებარი განმარტებები იყო. თურმე, დიდი ანგარიშის ნაცვლად, 0:1 რომ წაეგოთ, ქუთაისელი გულშემატკივრები ასე არ გაბრაზდებოდნენ. დიახ, არ გაბრაზდებოდნენ, რომ მოგეგოთ, გაუხარდებოდათ კიდეც ბატონო დირკ. აქედანაც ჩანს, რომ ქუთაისელთა მწვრთნელი აშკარად “აჭრილია”.

ველოდით, რომ ერთ გოლს გავუშვებდით. მაგრამ ფავორიტებმა გაიმარჯვეს, რადგან უკეთ ითამაშეს. ტაქტიკურად მასპინძლები უკეთესები იყვნენ. 0:2-ის შემდეგ, ჩვენი ფეხბურთელებმა სულით დაეცნენ. ცვლილებების შეტანა ვცადეთ, მაგრამ ვერ შევძელით.

← მთავარი