მამარდაშვილთან მიდის თუ კვარაცხელიასთან - დიომანდეს მომავალი თითქმის გაირკვა
მამარდაშვილთან მიდის თუ კვარაცხელიასთან - დიომანდეს მომავალი თითქმის გაირკვაErnests Gulbis04:59/17-06-2026+-ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, “ლაიფციგის” 19 წლის კოტ’დიუვარელი შემტევი იან დიომანდე დიდი ალბათობით, კარიერას გიორგი მამარდაშვილის “ლივერპულში” განაგრძობს. ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის ასევე ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-იც იბრძვის, მაგრამ “მერსისაიდელებს” პარიზელებთან ორი უპირატესობა აქვთ, რაც აფრიკელი თავდამსხმელის გადაწყვეტილებაზე იმოქმედებს. პირველი ფაქტორი ფინანსური კომპონენტია. “ლივერპული მზადაა”, ფეხბურთელს პირადი კონტრაქტის უფრო ხელსაყრელი პირობები შესთავაზოს, რაც ინგლისელების პროექტს ფეხბურთელისა და მისი გარემოცვისთვის უფრო მიმზიდველს ხდის. მეორე უპირატესობა ბრედლი ბარკოლის გარშემო არსებული სიტუაციაა. რომანოს თქმით, პსჟ დიომანდეს ტრანსფერს მხოლოდ ფრანგი ვინგერის გაყიდვის შემთხვევაში განიხილავს. ამავდროულად, პარიზელები ბარკოლასთან განშორებას არ ჩქარობენ და მისი შემცვლელის სასწრაფოდ ძებნას საჭიროდ არ თვლიან. “ლივერპული” დიომანდეს წარმომადგენლებთან ამჟამად აქტიურ მოლაპარაკებებშია და სავარაუდოდ, ტრანსფერსაც მალე დახურავს. შეხსენებისთვის, აფრიკელმა ფეხბურთელმა ბუნდესლიგის გასულ სეზონში 33 შეხვედრაში 12 გოლი გაიტანა და 8 ასისტი მიითვალა. თეგები:ლივერპულიპსჟხვიჩა კვარაცხელიაგიორგი მამარდაშვილილაიფციგიიან დიომანდე(0) / (0)კომენტარები0კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა დაამატე კომენტარი თქვენი კომენტარი მიღებულიაასევე დაგაინტერესებთ