← მთავარი
სპორტი

[განახლებული. VIDEO. ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგა] მინსკის "დინამო" გავიარეთ, წინ "კოპენჰაგენია"... | Lelo.Ge

15 ოქტომბერი, 2026 · წყარო: lelo.ge
[განახლებული. VIDEO. ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგა] მინსკის

უეფა-ს ახალგაზრდული ლიგის პლეი-ოფის საპასუხო შეხვედრაში თბილისის “დინამომ” 3:2 მოუგო მინსკელ სეხნიას, თერთმეტმეტრიანების სერიაში კი უფრო ზუსტი ჩვენი გუნდი იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ მომდევნო ეტაპზე ჩვენი მეტოქე დანიური “კოპენჰაგენის” 19-წლამდელთა გუნდი იქნება.

შეხვედრა ქართულმა გუნდმა აქტიურად დაიწყო. მე-12 წუთზე თორნიკე კვარაცხელიამ ბურთი მინდვრის ცენტრში მოიგდო, მეტოქის საჯარიმომდე იარა, მერე კი საგოლე გადაცემა გაუკეთა ნიკოლოზ ადუაშვილს. ბრწყინვალე დარტყმა შორეულ, მაღალ კუთხეში და - 1:0.

33-ე წუთზე “დინამოს” უპირატესობა ორბურთიანი გახდა - სანდრო მიქაუტაძის კუთხურის შემდეგ გუნდის კაპიტანმა, გიორგი ლომიძემ, ზუსტად დაარტყა მიზანში.

მეორე ტაიმის სტარტზე კი სულაც სამი ბურთით დავწინაურდით. მიქაუტაძის გადაცემით რატი ალექსიძემ შეაგდო და თითქოს ყველაფერი მორჩა, მაგრამ მინსკელები ასე არ ფიქრობდნენ.

შეხვედრის დარჩენილ დროში ანდრეი ლუცკოვიჩმა დუბლი შეასრულა და ორი მატჩის ჯამში ანგარიში გათანაბრდა. დაინიშნა 11-მეტრიანების სერია, რომელშიც გმირად მოგვევლინა თბილისელთა მეკარე მათე ჭელიძე - მან ორი პენალტი მოიგერია და დიდწილად განაპირობა ვასილ გეგუჩაძის გუნდის გამარჯვება.

“დინამო”: ჭელიძე, კობზონაძე, ნიჟარაძე, ლომიძე, შარიქაძე, ძნელაძე, მიქაუტაძე (65. მეტრეველი), კაკაშვილი (74. ხოფერია), ალექსიძე (80. ქურდოვანიძე), ადუაშვილი (80. შარვაშიძე), კვარაცხელია (65. ბენდელიანი).

← მთავარი