← მთავარი
სპორტი

ქეცბაიას პირველი ტრანსფერი — თბილისის „დინამომ” ფრანგი შემტევი მაქსიმ ტეიშეირა დაიმატა

5 ივნისი, 2026 · წყარო: sportall.ge
ქეცბაიას პირველი ტრანსფერი — თბილისის „დინამომ” ფრანგი შემტევი მაქსიმ ტეიშეირა დაიმატა

თემურ ქეცბაიას თბილისის „დინამოს” მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ კლუბმა პირველი ტრანსფერი განახორციელა — გუნდს 29 წლის ფრანგი შემტევი ნახევარმცველი მაქსიმ ტეიშეირა შეუერთდა. კლუბმა ფეხბურთელთან ორი წლის ვადით კონტრაქტი გააფორმა.

ტეიშეირა ბოლოს კვიპროსულ „კრასავაში” თამაშობდა. მისი კარიერა საფრანგეთში დაიწყო; შემდეგ დონეცკის „ოლიმპიკში”, ფრანგულ „სოშოსა” და „ამიენში” გამოდიოდა, ასევე სერბულ „ბელგრადშიც” უთამაშია. ფეხბურთელს საფრანგეთის 19-წლამდე ნაკრებში სამი მატჩი და ერთი გოლი აქვს.

← მთავარი