[VIDEO. ეროვნული ლიგა. XXV ტური] დინამო (თბ) 0:0 მეშახტე. დანაკარგი, რომელიც "დინამოს" წინ დახვდება... | Lelo.Ge
ეროვნული ლიგა. XXV ტური
დინამო (თბ) 0:0 მეშახტე
10.09. თბილისი. დინამო არენა
დინამო (4-3-3): ფლორესი - ფსალტისი, კურდიჩი (84. ლომიძე), ნ. უგრეხელიძე, პურზიტიდისი - ნინუა, კანკავა (46. ჰური), ველტონ კარვალიო - სანტუში (46. დოლტმურზიევი), ტეიშეირა (61. გბომადუ), ვაწაძე (66. ხარაიშვილი)
მწვრთნელი: თემურ ქეცბაია
მეშახტე (5-4-1): შოვნაძე - გაბისკირია, პიმენტელი, ზოტკო, ლ. უგრეხელიძე, ბურდული (79. გეგია) - ც. ფაცაცია (46. კვირკვია), ქანთარია (79. შიკალო), ჯიჯავაძე, პიროგოვი (64. შუბითიძე) - სიხარულიძე (64. გოგოლაშვილი)
მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი
გაფრთხილება: ქანთარია (17), პურზიტიდისი (19), კანკავა (30), ზოტკო (62)
გაძევება: ნ. უგრეხელიძე (69)
არბიტრი: ი. შენგელია
თბილისის “დინამო” საშინაო შეხვედრა ვერ მოუგო ტყიბულის “მეშახტეს”. საქართველოს ყველაზე ტიტულოვანმა კლუბმა ამჯერადაც ვერ აჩვენა ის თამაში, რომელსაც მისგან ელიან გულშემატკივრები.
ტაიმნახევრის განმავლობაში “დინამო” ოდნავ უკეთესი იყო მეტოქეზე, მომენტებიც ჰქონდა, თუმცა მწყობრად მოთამაშე ტყიბულელთა დაცვას და მეკარე ლევან შოვნაძეს ვერაფერი მოუხერხა. გამოცდილმა მეკარემ მართლაც ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა და არაერთი ურთულესი ბურთიც აიღო თუ მოიგერია. ამ ტურში მეორე მეკარემ გაიბრწყინა გორის “დილას” გოლკიპერ დავით კერესელიძის შემდეგ.
მეორე ტაიმის შუაში “დინამოს” ცენტრალური მცველი, ნიკოლოზ უგრეხელიძე გაუძევეს. ამის შემდეგ თამაში გაიხსნა, შანსები ორივე მხარეს ჰქონდა. ვიდეორეფერიმ ტყიბულელთა კარში დანიშნული პენალტი გააუქმა. საბოლოოდ ერთ-ერთმა ლიდერმა ქულები დაკარგა ეროვნული ლიგის აუტსაიდერთან, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში შეიძლება წინ დახვდეს…
თ მ ფ წ ბ ქ
- რუსთავი 25 12 7 6 31:21 43
- დინამო (ბთ) 25 12 7 6 41:32 43
- დინამო (თბ) 24 10 9 5 36:27 39
- იბერია 1999 23 11 4 8 32:27 37
- დილა 24 11 3 10 31:25 36
- ტორპედო 25 8 9 8 38:29 33
- სამგურალი 25 9 5 11 34:46 32
- გაგრა 25 6 10 9 24:32 28
- სპაერი 25 5 10 10 33:38 25
- მეშახტე 25 2 10 13 19:42 16