← მთავარი
სპორტი

ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 5-3 სამგურალი. ქეცბაია იწყებს ბრძოლას ჩემპიონობისთვის!

19 ივნისი, 2026 · წყარო: sportall.ge
ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 5-3 სამგურალი. ქეცბაია იწყებს ბრძოლას ჩემპიონობისთვის!

“დავით პეტრიაშვილზე” ამ ჩემპიონატისთვის იშვიათად ლამაზი და შედეგიანი მატჩი ვნახეთ. დამყარდა ერთ მატჩში გატანილი გოლების რაოდენობის რეკორდი. აქამდე, მოწინავე იყო “ტორპედოსა” და “სამგურალის” (აქაც “სამგურალი”!) შეხვედრა, რომელშიც 7 გოლი გავიდა (6:1).   აღსანიშნავია, რომ ჩემპიონატს ახალი ბომბარდირი ჰყავს. ჰეთ-თრიკი შეასრულა წყალტუბოელთა შემტევმა ველისოლმა, 9 გოლი დააგროვა და გადაუსწრო “ტორპედოს” ფორვარდ ანდრიჩს (8).   ამ გამარჯვებით “დინამო” მე-3 ადგილზე გადავიდა. აქ პირდაპირ უნდა ვთქვათ - თემურ ქეცბაიას გუნდი ჩემპიონობისთვის ბრძოლაში ჩაება, რაც ძნელად წარმოსადგენი იყო პირველი წრის შემდეგ.       დინამო (თბ)-სამგურალი 5:3   0:1 ველისოლი (1, ბერელიძის პასით), 1:1 რამუში (11, ვაწაძის პასით), 2:1 კალანდაძე (15, ნინუას პასით), 2:2 ველისოლი (37, გეგეჭკორის პასით), 3:2 ლეონარდო სანტუსი (48, ხარებაშვილის პასით), 4:2 დოლტმურზიევი (66, ოსეის პასით), 5:2 იორო (79, ციკოლიას პასით), 5:3 ველისოლი (90+2, პენალტით)   დინამო: მაქაცარია, ხარებაშვილი (ციკოლია 78), კალანდაძე, კურდიჩი, ლეონარდო სანტუსი, ოსეი, ნინუა, ხარაიშვილი (დოლტმურზიევი 59, თ. კვარაცხელია 78), იორო, რამუში (სირაძე 65), ვაწაძე (ქვარცხავა 65)   სამგურალი: კუტალაძე, გეგეჭკორი (ლ. კვარაცხელია 65), ქაბია, პაბულო რიანი, შერგელაშვილი, ჯანჯღავა, ბერელიძე (პაპავა 69), ველისოლი, ჟან კარლოსი (ჩხეტიანი 76), ცეცხლაძე (გოგია 65), სებოლინია   არბიტრი: ალეკო აფციაურითეგები:ეროვნული ლიგასამგურალიდინამო (თბ)(1) / (0)

← მთავარი