კონფერენს ლიგის დაწყებამდე თბილისის “დინამომ” კვიპროსელი მცველი პარის ფსალტისი დაიმატა. ამის შესახებ დედაქალაქური კლუბის პრესსამსახური იტყობინება:
“დინამოში” კიდევ ერთი ახალწვეულია. ჩვენი გუნდის რიგებს კვიპროსელი მცველი პარის ფსალტისი შეემატა. 29 წლის ფეხბურთელთან კონტრაქტი 2027 წლის ბოლომდე გაფორმდა. პარის ფსალტისი სხვადასხვა დროს “ერმის არადიპუს”, “ოლიმპიაკოს ნიქოზიას”, “ომონიას” და “ეთნიკოსის” ღირსებას იცავდა. უთამაშია კვიპროსის ახალგაზრდულ და ეროვნულ ნაკრებში”.
transfermarkt-ის მიხედვით ფსალტისის ფასი 225 ათასი ევროა.