სპორტი
[VIDEO] ორი კუთხური, ორი თავური... "დინამომ" ლუქსემბურგში მოიგო! | Lelo.Ge
თბილისის “დინამომ” კონფერენსლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი მოიგო ლუქსემბურგში და დიდი ნაბიჯი გადადგა შემდგომი სტადიისკენ.
თემურ ქეცბაიას შეგირდები 21-ე წუთისთვის 2:0-ს იგებდნენ. ორივე გოლი ნიკა ნინუას კუთხურებს მოჰყვა - ჯერ ახალწვეულმა ალგასიმ ბამ გაიტანა თავით, ხოლო შემდეგ - მათე ვაწაძემ თავურითვე გაზარდა სხვაობა.
მართალია, “დინამომ” კარი “მშრალად” მაინც ვერ შეინახა, თუმცა იმედია, ეს ხელს არ შეუშლის საბოლოო გამარჯვებაში, რომელიც, წესით, 16 ივლისს თბილისში უნდა გაფორმდეს…
ვრცლად მოგვიანებით…