ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-2 დილა. ბათუმური სენი და სამწვრთნელო ქაოსის მსხვერპლი
გორელთა საქმე ისე წავიდა, ბათუმის “დინამოს” უკვე მე-11 წუთზე ლამის მომთავრებული ჰქონდა საქმე, მაგრამ ჭიაბრიშვილის გუნდის მოურჩენელი სენია უპირატესობის განიავება. კრიზისში მყოფმა “დილამ” ისარგებლა მარწუხების მოშვებით და ორბურთიანი ჩამორჩენა გააბათილა. სტუმრებს ანგარიშის მეორედ გათანაბრების რეალური შანსი მიეცემოდათ, ვიდეორეფერიზე გადამოწმების შემდეგ ბათუმელთა კარში 11-მეტრიანი რომ დანიშნულიყო… მანამდე გუნდი მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო ლაზარე კუპატაძემ. ასეთი გამოცდილების მქონე მეკარისგან გასაკვირი და აუხსნელია საჯარიმოს გარეთ ასე აშკარად ხელით თამაში და შემდეგ მსაჯებთან აპელირება… და ბოლოს ისევ “დილაზე” ვიტყვით, ცოტა ხანში ევროთასებზე რომ უნდა წარადგინოს საქართველო. შეიძლება, ამ გუნდის ახალი ლეგიონერები ძველების დონისანი არ არიან, მაგრამ გორელებს იმხელა გაქანება კი აქვთ, რომ აუტსაიდერებში არ იყოს. “დილა” სამწვრთნელო ქაოსის მსხვერპლია და რაც მალე დაუსვამს წერტილს კლუბის ხელმძღვანელობა ამ ქაოსს, მით მალე დასრულდება ეს კრიზისი. დინამო (ბთ)-დილა 3:2 1:0 კალანდარიშვილი (9, პენალტით), 2:0 მანდრიჩენკო (11, კოხრეიძის პასით), 2:1 ოლატუნჯი (36, ანოფის პასით), 2:2 ანოფი (84, ოლატუნჯის პასით), 3:2 კალანდარიშვილი (87, პენალტით) დინამო: კუპატაძე, ჩიტეიშვილი, ქაფიანიძე, კობახიძე, ლაკვეხელიანი (ფუტკარაძე 68), მილჩენკო, მარა, კირკიტაძე (აბუსელიძე 89), კალანდარიშვილი, კოხრეიძე (ჯაფარიძე 46), მანდრიჩენკო (ისმაილოვი 57) დილა: კერესელიძე, კიკაბიძე (გოცირიძე 50), არაუჟო, კამპაორე, ჯალაღონია, ოლატუნჯი, მენთეშაშვილი (ბოანსი 75), ანოფი, კანტე (გოგობერიშვილი 89), ფარულავა (მუსელიანი 75), შეყილაძე (სანიანგი 46) არბიტრი: ბაკურ ნინუა 56-ე წუთზე გააძევეს ლაზარე კუპატაძე (დინამო ბთ) თეგები:დილაეროვნული ლიგადინამო (ბთ)(1) / (0)