დინამო (ბთ) 3:2 დილა. უხვი გოლი, სანახაობა და ჭიაბრიშვილის ფაქტორი!
ეროვნული ლიგა. XVII ტური დინამო (ბთ) 3:2 დილა 12.06. ბათუმი. აჭარაბეთ არენა გოლები: 1:0 კალანდარიშვილი (9-პენ), 2:0 მანდრიჩენკო (11. გ. კოხრეიძის პასით), 2:1 ოლატუნჯი (36. ანოფის პასით), 2:2 ანოფი (84. ოლატუნჯის პასით), 3:2 კალანდარიშვილი (87-პენ) დინამო (4-2-3-1): კუპატაძე - ჩიტეიშვილი, ქაფიანიძე, მ. კობახიძე, ლაკვეხელიანი (68. გ. ფუტკარაძე) - მარა, მილჩენკო - კირკიტაძე (89. აბუსელიძე), გ. კოხრეიძე (46. გ. ჯაფარიძე), კალანდარიშვილი - მანდრიჩენკო (57. ისმაილოვი) მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი დილა (4-2-1-3): კერესელიძე - კიკაბიძე (50. გოცირიძე), არაუჟო, კამპაორე, ჯალაღონია - ოლატუნჯი, მენთეშაშვილი (75. ბოანსი) - ანოფი - კანტე (89. გოგობერიშვილი), ფარულავა (75. მუსელიანი), შეყილაძე (46. სანიანგი) მწვრთნელი: რამაზ სოღოლაშვილი გაფრთხილება: ფარულავა (74) გაძევება: კუპატაძე (56) არბიტრი: ბ. ნინუა ბათუმის “დინამოსა” და გორის “დილას” მატჩი სანახაობრივი თვალსაზრისით ერთ-ერთი საუკეთესო იყო მიმდინარე ეროვნულ ლიგაში. ჯერ ერთი, გულშემატკივარმა 5 გოლი იხილა. მეორეც - გუნდები მთელი შეხვედრის განმავლობაში ბედს შეტევაში ეძებდნენ… მასპინძელმა მაგრად დაიწყო. ჯერ ნიკა კალანდარიშვილმა შეაგდო მის მიერვე მოპოვებული 11-მეტრიანიდან, მერე კი გიორგი კოხრეიძემ უპასა ზუსტად დმიტრი მანდრიჩენკოს და ამანაც ცოტა უხერხულად, მაგრამ მაინც თავით მაინც გააორმაგა ანგარიში. თამაშის ბედი თითქოს დიდწილად გადაწყვეტილი ჩანდა, მაგრამ გორელები არ დანებდნენ. პირველი ტაიმის დასრულებამდე აბდულმალიკ ოლატუნჯიმ გაათანაბრა შორეული დარტყმით, მეორე ნახევარში კი უკვე ბლანქსონ ანოფის “არტილერიამ” უწია მიზანს. ამ დროს ბათუმელები უკვე ათნი იყვნენ - მეკარე ლაზარე კუპატაძემ საჯარიმოს გარეთ ხელით ითამაშა და წითელი ბარათი მიიღო. ანგარიშის გათანაბრების შემდეგ ფავორიტად უკვე “დილა” მოსჩანდა, მაგრამ აქ უკვე გიორგი ჭიაბრიშვილის ფაქტორი ჩაერთო საქმეში. მის მიერ სათადარიგოთა სკამიდან თამაშში ჩართულმა გიორგი ფუტკარაძემ მაღალი სისწრაფე განავითარა, მეტოქის საჯარიმოში შეიჭრა და… კიდევ ერთი პენალტი, რომელიც ამჯერადაც კალანდარიშვილმა შეასრულა და ბურთი პირდაპირ “ცხრიანში” მოარტყა - 3:2. “დილას” ამის მერეც ჰქონდა შანსი. ვიდეორეფერიმ ბათუმელთა კართან მომხდარი სადავო ეპიზოდი გადაამოწმა, მაგრამ პენალტი არ დაინიშნა. თ მ ფ წ ბ ქ 1. იბერია 1999 17 9 4 4 24:15 31 2. ტორპედო 16 7 5 4 27:14 26 3. რუსთავი 16 7 5 4 19:14 26 4. დინამო (თბ) 16 6 7 3 23:15 25 5. დინამო (ბთ) 17 6 6 5 24:26 24 6. სპაერი 17 5 6 6 24:22 21 7. სამგურალი 16 6 3 7 20:26 21 8. დილა 17 6 2 9 15:18 20 9. გაგრა 16 4 5 7 15:22 17 10. მეშახტე 16 1 7 8 11:30 10