„დინამო არენის” სრული რეკონსტრუქცია იგეგმება — ტევადობა 70 000-მდე გაიზრდება”
ქურდიანების კომპანია, რომელიც „დინამო არენის” რეკონსტრუქციაზე მუშაობს, პირველადი პროექტის ძირითადი პარამეტრები გაასაჯაროვა.
ძირითადი მიზნები: ტევადობის გაზრდა 70 000-ზე მეტ მაყურებლამდე; UEFA-ს მოთხოვნების შესაბამისი პარკინგი; ქალაქთან ინტეგრირებული საზოგადოებრივი სივრცის შექმნა; კომერციალიზაციის განვითარება.
ინფრასტრუქტურული ცვლილებები: 800 ავტომობილზე გათვლილი ავტოსადგომი მთლიანად მიწისქვეშ გადაიტანება, რაც ზედაპირს განტვირთავს. ზედაპირული სართული სრულად გამოეყოფა საზოგადოებრივ და კომერციულ ფუნქციებს — სტადიონს, მუზეუმს, კლუბს, სავაჭრო სივრცეს, კინოთეატრს.
სტრუქტურული ცვლილებები: სარბენი ბილიკის დემონტაჟი, რაც მაყურებელს მოედანთან უფრო ახლოს მიიყვანს; პირველი იარუსის სრული გადაგეგმარება; ახალი იარუსის შექმნა ოპტიმალური ხედის შენარჩუნებით; მოედნის დონეზე დამატებითი შესასვლელები.