[VIDEO. ეროვნული ლიგა. XXVI ტური] დინამო (თბ) 4:0 გაგრა. ოთხმატჩიანი ნავსი ოთხი გოლით გატეხეს... | Lelo.Ge
ეროვნული ლიგა. XXVI ტური
დინამო (თბ) 4:0 გაგრა
14.09. თბილისი. მიხეილ მესხი
გოლები: 1:0 ნინუა (3. სანტუშის პასით), 2:0 ხარაიშვილი (35. ტეიშეირას პასით), 3:0 ხარაიშვილი (45), 4:0 კურდიჩი (64. ნინუას პასით)
დინამო (4-3-3): ფლორესი - ფსალტისი, კურდიჩი, პურზიტიდისი, სანტუში (74. გოგუა) - ველტონ კარვალიო, კანკავა (74. კობ. კაკაშვილი), ნინუა - ხარაიშვილი (57. ჰური), ტეიშეირა (70. თ. კვარაცხელია), დოლტმურზიევი (57. ვაწაძე)
მწვრთნელი: თემურ ქეცბაია
გაგრა (4-4-2): ვორობეი - კლაუდინეი, ჭავჭანიძე, პორფირიო, ვანდერსონ სილვა - გურჩიანი, სკრიპნიკი, ფეიქრიშვილი (69. ნაზაროვი), ბლიზნიჩენკო - მუჯირი (46. ანდრეიჩუკი), გოშთელიანი (46. სეზარი / 62. ზოიძე)
მწვრთნელი: ჟელკო ლიუბენოვიჩი
გაფრთხილება: მუჯირი (30), პორფირიო (44), ადეიეიე (83), კობ. კაკაშვილი (90+2)
გაძევება: პორფირიო (63. ორი გაფრთხილება)
არბიტრი: გ. მაჩიტიძე
თბილისის “დინამომ” ნავსი გატეხა - საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბი აქამდე მიჯრით 4 შეხვედრაში დამარცხდა “გაგრასთან”, ახლა კი ყაირათიანად გამოიყენა საგოლე მომენტები და ოთხი უპასუხო გოლი გაუტანა უხერხულ მეტოქეს.
“დინამომ” კლასიანად ითამაშა - წამითაც არ დაუყენებია ეჭვქვეშ თამაშის საბოლოო შედეგი. მაგარი მატჩი ჰქონდათ გიორგი ხარაიშვილსა (თბილისურ კლუბს ძალიან წაადგა მისი დაბრუნება და ფორმაში შესვლა) და ნიკა ნინუას. ხარაიშვილმა დუბლი ჩაიწერა აქტივში, ნინუამ კი გოლი და საგოლე პასი შემატა აქტივს.
“დინამომ” რაციონალურად ითამაშა და ზუსტად იმდენი ძალა დახარჯა თამაშის მოსაგებად, რამდენიც საჭირო იყო. ენერგია კი თემურ ქეცბაიას გაწვრთნილ გუნდს უსათუოდ დასჭირდება ეროვნული ლიგის მომავალ თამაშებში.
თ მ ფ წ ბ ქ
- რუსთავი 26 13 7 6 32:21 46
- დინამო (ბთ) 26 12 8 6 43:34 44
- დინამო (თბ) 25 11 9 5 40:27 42
- იბერია 1999 24 12 4 8 33:27 40
- დილა 25 11 4 10 33:27 37
- ტორპედო 26 9 9 8 41:31 36
- სამგურალი 26 9 5 12 36:49 32
- გაგრა 26 6 10 10 24:36 28
- სპაერი 26 5 10 11 33:39 25
- მეშახტე 26 2 10 14 19:43 16